7 შეცდომა, რომელსაც ჭურჭლის მანქანის მფლობელები წლების განმავლობაში უშვებენ - მშობლები

7 შეცდომა, რომელსაც ჭურჭლის მანქანის მფლობელები წლების განმავლობაში უშვებენ

2026-05-02 12:52:02+04:00

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, რომლებიც აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ძალიან ბევრი მფლობელი ხშირად ცდება ამ მოწყობილობის შესაძლებლობების და თვისებების შეფასებაში. შეცდომა შეიძლება წლობითაც გრძელდებოდეს.

შეცდომა №1. ფიქრობთ, რომ ხელით რეცხვა უფრო ეფექტურია

ეს ასე არ არის. როგორც ჰიგიენის, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით, უმეტეს შემთხვევაში, ჭურჭლის სარეცხი მანქანა უკეთეს შედეგს იძლევა. წყლის ტემპერატურა, რომელსაც მანქანა იყენებს, დაახლოებით 60°C-ს აღწევს — ეს ბევრად მაღალია, ვიდრე ის ტემპერატურა, რომელსაც ხელით რეცხვისას იყენებთ. ასევე მანქანა უფრო ეფექტურად ახერხებს ჭურჭლის გავლებას. ფიზიკურად იმდენ ხანს ვერ დახარჯავთ გავლებაზე, რასაც მანქანა დახარჯავს.

შეცდომა №2. თეფშებს წინასწარ ავლებთ წყალს

ეს არ არის საჭირო. სარეცხი საშუალებები, რომლებსაც მანქანაში იყენებთ, სწორედ ჭუჭყის დასაშლელად არის შექმნილი. თუ თეფშებს წინასწარ ზედმეტად გაასუფთავებთ, ფერმენტები „უსაქმოდ“ დარჩება და დროთა განმავლობაში მათ შეიძლება როგორც ჭურჭელს, ისე თავად მანქანასაც ავნოს. თუმცა, დიდი ნარჩენების მოცილება მაინც საჭიროა - მოაშორეთ საკვების დიდი ნარჩენები, რომლებსაც ნიჟარაშიც არ უშვებთ.

შეცდომა №3. არასწორ სარეცხ საშუალებებს იყენებთ

სარეცხი საშუალების ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, თუ ახალი შეძენილი გაქვთ მანქანა, ჯობს გაიკითხოთ, ამა თუ იმ საფასო კატეგორიაში ყველაზე უკეთესი რომელია და თქვენთვის სანდო ადამიანი რჩევას მიჰყევით. უფრო ამართლებს ე.წ. ტაბლეტები, ვიდრე სითხეები.

შეცდომა №4. ამატებთ თვითნაკეთ სარეცხ საშუალებას

სამწუხაროდ, ეფექტური „სახლში გაკეთებული“ სარეცხი საშუალებები პრაქტიკულად არ არსებობს. ისინი ვერ უზრუნველყოფს სათანადო სისუფთავეს და შეიძლება დატოვოს თეთრი ნადები ჭურჭელზე, დააზიანოს მანქანა და მისი საგარანტიო ვადა შეამციროს.

შეცდომა №5. დებთ დანებსა და სახეხებს მანქანაში

ეს არ არის რეკომენდებული. დროთა განმავლობაში მანქანა ბასრ ზედაპირებს აჩლუნგებს. ასევე სჯობს ხელით გარეცხოთ: თხელი ფაიფური, ბროლი, ხელით მოხატული ჭურჭელი, ხის და ალუმინის ნივთები.

შეცდომა №6. ბოლომდე არ იყენებთ მანქანის შესაძლებლობებს

შეზღუდვებთან ერთად, არსებობს სასიამოვნო შესაძლებლობებიც. ჭურჭლის გარდა, შეგიძლიათ მანქანაში გარეცხოთ: სამზარეულოს ინსტრუმენტები, ქილების თავსახურები, მინის თაროები, მაცივრის ნაწილები და სხვა მსგავსი ნივთები. ასევე შეგიძლიათ ზედა თაროზე გარეცხოთ ბოსტნეული.

შეცდომა №7ბოლომდე დატვირთულ მანქანას მსუბუქ რეჟიმზე ამუშავებთ

ყველა მანქანას აქვს რეცხვის სხვადასხვა რეჟიმი. მათ შორის უფრო დაბალ გრადუსზე, მსუბუქი რეცხვა და მაღალ გრადუსზე სრული ციკლი. როცა მანქანა ბოლომდე ჩატვირთულია და სავსეა, ამ დროს ჯობს სრული ციკლი გამოიყენოთ.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა მართლაც ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად იყენებთ. შეცდომები კი შეიძლება გავლენას ახდენდეს როგორც სისუფთავეზე, ისე ტექნიკის გამძლეობაზე.

ჭურჭლის მანქანაში წლობით რეცხვის შემდეგ რომ თეფშები არ გაცვდეს და ახლის იერი შეინარჩუნოს