მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა მაყაშვილი, ექიმ კოტე მათითაშვილის პოდკასტში "კოტ-კასტი" იმ ესთეტიკური პროცედურების შესახებ საუბრობს, რომლებსაც თავად მიმართავს:
- ოცდათხუთმეტი წლის გავხდი თუ არა, ბოტოქსი პირველად მაშინ გავიკეთე. ვთქვი, რომ ეს საოცარი პროდუქტია, საერთოდ რაც კი შეიძლება გამოეგონათ. ჩემი აზრით, თუ სანდო ხელში მოხვდები, მართლა ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ოცდათხუთმეტი წლიდან ამ საქმიანობას ხელი მივყავი, ოღონდ ძალიან დოზირებულად - წელიწადში ან წელიწადნახევარში ერთხელ, იმის მიხედვით, თუ პროცესი როგორ წავა. სახის მოვლაც მაშინ დავიწყე. ძალიან ვნანობ, მანამდე ყურადღებას რომ არ ვაქცევდი, რადგან ხომ იცით, როცა საკუთარ თავს ყურადღებას არ აქცევთ... ადრე სახეს დატენიანებითაც დიდად არ ვიტენიანებდი. სახის კრემებსაც დიდად არ ვისვამდი, რადგან ყოველთვის ფორმაში ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ მივასწარი იმიტომ, რომ გენეტიკურადაც, ოჯახის წევრები დიდს არ ვგავართ.
სწორი პროცედურებით, მათ შორის ბიორევიტალიზაციით, სასურველო შედეგი მივიღე. ახლა წელიწადში ერთხელ ბოტოქსს, რა თქმა უნდა, ვიკეთებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდევ ბევრი პროცედურა არსებობს, თუმცა მე მაინც მჯერა, რომ ინიექციას მეტი ძალა აქვს.
რუსკა მაყაშვილი ამავე პოდკასტში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს:
- რაც უფრო ასაკი მემატება, მივხვდი, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია, მით უმეტეს ახლა, როცა ამ პერიოდში ყველა დაიძაბა. მოვახერხე და ვისწავლე, რომ ამ მდგომარეობას არ უნდა შეეწინააღმდეგო და ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან თუ ნევროპათოლოგთან აუცილებლად უნდა წახვიდე. მე ყველასთან რამდენჯერმე ნამყოფი ვარ. ჩემი ნევროპათოლოგი მყავს და ფსიქიატრიც, თუ საჭირო გახდა.
აბსოლუტურად ყველა სპეციალისტი მყავს, რადგან ეს მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია. კატო რომ გავაჩინე, დაახლოებით ორ თვეში ძალიან მძიმე "ბეიბი ბლუზი", ანუ ძალიან მძიმე პოსტსამშობიარო დეპრესია დამეწყო. ხომ იცით, როცა სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევთ? სწორედ მაშინ ამ სფეროსი ძალიან დავიჯერე. სხვათა შორის, საკმაოდ ბევრ წამალს - სამ პრეპარატს ვსვამდი, ახლა უკვე ერთი წელია, მხოლოდ ერთ წამალს ვსვამ. იყო ოჯახის დანგრევა და კიდევ ბევრი სირთულე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ვერ უძლებენ და მათ შორის მეც ვარ, ვინც მენტალურად ყველაფერს მართლა ვერ გაუძლებს. ამიტომ მიხარია, რომ ამ სფეროს დავუჯერე.