
„ამბიდან - წიგნამდე“ ეხმიანება იმ რეალობას, რომელშიც ქალებს ხშირად ორმაგი სოციალური წნეხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. რთული ცხოვრებისეული გარდატეხები, უთქმელი ტკივილი და ისტორიები, რომელთა სიმძიმესაც ადამიანები მთელი ცხოვრება ატარებენ, ამ პროექტის ფარგლებში იძენს შანსს, გარდაიქმნას ლიტერატურულ უკვდავებად.
პროექტის კონცეფცია
რატომ ქალებისთვის? იმიტომ, რომ უახლოესი წარსულის სოციალური გარემო განსაკუთრებით მძიმედ სწორედ მათ გამოცდილებაზე აისახა. საკუთარი ამბების მხატვრულად გადმოცემა არ არის მხოლოდ თვითგამოხატვა - ეს არის ღრმა თერაპიული პროცესი. შემოქმედებითი წერა გვეხმარება წარსულის გადაფასებაში, მისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭებასა და იმ სიმძიმისგან გათავისუფლებაში, რაც დუმილს ახლავს.
პროგრამა აგებულია უსაფრთხო სივრცის პრინციპზე, სადაც 12-15 მონაწილე ხუთი თვის განმავლობაში გაივლის შემოქმედებითი ტრანსფორმაციის გზას. პროცესს ერთობლივად გაუძღვებიან:

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილია შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერალ ქალებთან, რომლებმაც უკვე შეძლეს სოციალური თუ პირადი ბარიერების ტექსტებად ქცევა. მონაწილეები საშუალება ექნებათ პირისპირ ისაუბრონ ისეთ ავტორებთან, როგორებიცაა:


ეს დიალოგები მონაწილეებს დაანახვებს, რომ მათი პირადი გამოცდილება უნიკალურია, თუმცა ამავდროულად - უნივერსალური.
პროექტი განკუთვნილია25+ წლის ქალებისთვის. შერჩევის პროცესი ორეტაპიანია: პირველ ეტაპზე განიხილება სამოტივაციო წერილი და შემოქმედებითი ამონარიდი (სურვილისამებრ), რასაც მოჰყვება გასაუბრება.
მნიშვნელოვანი თარიღები და ეტაპები:
პროგრამის დასასრულამდე, თითოეული მონაწილე შექმნის მხატვრულ ტექსტს. ეს ნაწარმოებები გაერთიანდებაკრებულში, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს. კრებულის საჯარო პრეზენტაცია კი გახდება იმ შემოქმედებითი მოგზაურობის დაგვირგვინება, რომელიც „ამბიდან“ დაიწყო და „წიგნამდე“ მივიდა.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
თუ გრძნობთ, რომ გაქვთ სათქმელი, რომელიც ყელში გებჯინებათ; თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრებისეული გაკვეთილი სხვებისთვისაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს; ან უბრალოდ გსურთ, საკუთარ თავს შემოქმედის თვალით შეხედოთ - ეს პროექტი თქვენთვისაა. აქ თქვენ გელოდებათ პროფესიონალთა გუნდი, თანამოაზრეების მხარდაჭერა და რაც მთავარია, შესაძლებლობა, რომ თქვენი ამბავი ფურცლებზე გააცოცხლოთ.
„ამბიდან - წიგნამდე - „ჩვენ ვატარებთ უთქმელი ამბების სიმძიმეს... დროა, ეს სიმძიმე ფურცლებზე გადავიდეს და ახალი სიცოცხლე დაიწყოს.“
(R)