14 წლის სკოლის მოსწავლის მკვლელობის შემზარავი დეტალები: რეპერი D4vd დაპატიმრებულია - მშობლები

14 წლის გოგონას მკვლელობის შემზარავი დეტალები - ცნობილი რეპერი, რომლის მანქანის საბარგულშიც აღმოაჩინეს ცხედარი, დაპატიმრებულია

2026-05-04 12:11:35+04:00
  • როდესაც D4vd-მა მოკლულ სელესტე რივასთან ურთიერთობა დაიწყო, გოგონა მხოლოდ 11 წლის იყო. მათი კავშირი ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა... მოგვიანებით კი გოგონა რეპერს რომანის შესახებ სიმართლის გამჟღავნებით ემუქრებოდა:

2025 წლის სექტემბერში ამერიკული შოუბიზნესი რეპერ D4vd-ის (ნამდვილი სახელი - დევიდ ენტონი ბურკი) წინააღმდეგ წაყენებულმა ბრალდებებმა შეძრა. იმ დროს, როდესაც შემსრულებელი გასტროლებზე იმყოფებოდა, პოლიციამ მისი ავტომობილის საბარგულში არასრულწლოვანი გოგონას ცხედარი აღმოაჩინა. ცხედრის მდგომარეობის მიხედვით დადგინდა, რომ ის მანქანაში რამდენიმე თვის განმავლობაში ესვენა. გარდაცვლილი, არტისტის ყოფილი შეყვარებული, სელესტე რივასი აღმოჩნდა, რომელიც 2024 წლის აპრილიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი ამოცნობა ტანსაცმლით, სამკაულებითა და თმით მოხერხდა. გაუჩინარების მომენტში გოგონა 14 წლის იყო.

reperi-2-1777882579.jpg
D4vd

რეპერი სელესტესთან კავშირს მალავდა, თუმცა ინტერნეტმომხმარებლებში ეჭვი არაერთმა საგანგაშო ნიშანმა აღძრა. თავის ტრეკებში ის არაერთხელ აღიარებდა ლტოლვას მოზარდი გოგონების მიმართ, სელესტეს დედამ კი განაცხადა, რომ გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე მის ქალიშვილს ჰყავდა შეყვარებული, სახელად დევიდი. D4vd თავიდანვე უარყოფდა დანაშაულთან კავშირს და პოლიციასთან თანამშრომლობა დაიწყო. საქმის გამოძიება ნახევარ წელს გაგრძელდა და ახლახან ახალი, თავზარდამცემი დეტალები გახდა ცნობილი.

momgerali-3-1758260675-1777882835.jpg

21 წლის მომღერალი მკვლელობის ეჭვმიტანილის სტატუსით დააპატიმრეს. გაირკვა, რომ მან სელესტესთან შეხვედრა მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონა მხოლოდ 11 წლის იყო. 13 წლის ასაკში კი მოზარდს რეპერთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. 2024 წელს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა: სელესტე ხშირად ახლდა რეპერს საგასტროლო ტურნეების დროს, მან გოგონა ოჯახსაც კი გააცნო. გოგონას მშობლები აღშფოთებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ მათი შვილი მასზე გაცილებით უფროს ბიჭს ხვდებოდა და მას ტელეფონიც კი ჩამოართვეს, რათა დევიდთან კონტაქტი შეეზღუდათ. ამ ინციდენტის შემდეგ რეპერმა მას ფარულად ახალი ტელეფონი უყიდა.

reperi-3-1777882611.jpg
D4vd

სავარაუდოდ, სწორედ სელესტეს ახლობლებმა მოსთხოვეს 2024 წელს შეყვარებულთან დაშორება, რის შემდეგაც გოგონა მალევე გაუჩინარდა. მანამდე ის სახლიდან გაქცევით იმუქრებოდა. პარალელურად, მას რეპერთან ურთიერთობაში სხვა პრობლემებიც შეექმნა. სელესტე დევიდის თაყვანისმცემლებზე ეჭვიანობდა, იმუქრებოდა, რომ მათ კავშირს გაასაჯაროებდა და არტისტს მძიმე ბრალდებას წაუყენებდა. დაშორების შემდეგ დევიდმა გოგონა სახლში მიიპატიჟა. როგორც ცნობილია, მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც რეპერმა სელესტეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გოგონა სისხლისგან დაიცალა.

ვარაუდობენ, რომ მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა რეპერმა სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა. მეტიც, დაელოდა, სანამ სელესტე სუნთქვას შეწყვეტდა და კვალის დაფარვას შეუდგა. ამავდროულად, იგი ეჭვების გაფანტვას ცდილობდა - სელესტეს ტელეფონზე აგზავნიდა შეტყობინებებს კითხვებით, თუ სად იყო ის და რატომ არ მივიდა შეხვედრაზე. თითქოს, გოგონამ მისი თხოვნა უგულებელყო და მას ის საერთოდ არ უნახავს.

reperi-4-1777882632.jpg

ყალბი ნომრის გამოყენებით, დევიდ ბურკმა შეუკვეთა ნიჩაბი, ორი ბენზოხერხი, ნაგვის პარკები და გასაბერი აუზი. მოგვიანებით მან გოგონას ნეშტი შავ სპორტულ ჩანთაში მოათავსა და საკუთარი ავტომობილის საბარგულში ჩადო. რეპერმა მანქანა აკრძალულ ადგილას გააჩერა და გასტროლებზე გაემგზავრა, რის შემდეგაც ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. სწორედ იქ იგრძნეს თანამშრომლებმა საბარგულიდან მომავალი უსიამოვნო სუნი და პოლიცია გამოიძახეს.

reperi-5-1777882645.jpg

სავარაუდოდ, ცხედარი მანქანაში დაახლოებით 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. თავად სელესტე 2024 წლის აპრილში გაუჩინარდა და უცნობია, როგორ ცხოვრობდა იგი მკვლელობის მომენტამდე. იმ დროისთვის ის და არტისტი უკვე დაშორებულები იყვნენ, თუმცა ურთიერთობას აგრძელებდნენ, რის გამოც გოგონა დასალაპარაკებლად მის სახლში მისვლას დათანხმდა. გამოძიების მსვლელობისას დევიდის ტელეფონში ასევე აღმოაჩინეს ბავშვთა პორნოგრაფიის უზარმაზარი მასალა, ზოგიერთი მედიასაშუალება კი ვერსიას უშვებს, რომ სელესტე შესაძლოა ორსულად ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, არტისტი უდანაშაულობას ამტკიცებს, მისი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ რამდენიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც საქმესთან მის კავშირს უარყოფს. მორიგი სასამართლო მოსმენა 26 მაისს გაიმართება.

მე თუფაქი მოვკალი... - ახალი სარჩელი პი დიდის წინააღდეგ, რომელშიც მკვლელობის აღიარება პირველად გაჟღერდა
P. Diddy-ს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პი დიდის სიტყვა სასამართლოზე და საზოგადოების უკმაყოფილება - თავს საზიზღრად ვგრძნობ, მრცხვენია და მტკივა... მე უბრალოდ ადამიანი ვარ...
1990-იანი წლების ცნობილი რეპერის, თუფაქ შაკურის მკვლელობა პი დიდიმ შეუკვეთა - გახმაურებული საქმე 30 წლის მერე გაიხსნა