ბოშური ჰოროსკოპის მაისის პროგნოზები - რა გველის ოჯახში, სიყვარულში, ფინანსებსა და კარიერაში - მშობლები

ბოშური ჰოროსკოპის მაისის პროგნოზები - რა გველის ოჯახში, სიყვარულში, ფინანსებსა და კარიერაში

2026-05-04 19:39:25+04:00

ბოშური ჰოროსკოპი მომთაბარე ხალხის ყოველდღიური ცხოვრების სიმბოლოებს — მარტივ და ყველასთვის გასაგებ ნიშნებს ეფუძნება, როგორიცაა ნალი, ბორბალი, მონეტა და ხანჯალი. ეს პროგნოზი გვიჩვენებს, რომ ცხოვრებაში არაფერი ხდება უმიზეზოდ - ყველა მოვლენას თავისი საფუძველი აქვს და კონკრეტულ შედეგამდე მივყავართ.

2026 წლის მაისი კონტრასტების თვეა. ერთ სფეროში შესაძლოა სწრაფად წახვიდეთ წინ, ხოლო სხვაგან შეფერხებებს წააწყდეთ. განსაკუთრებით ეს სამუშაოსა და ფინანსებს ეხება: ყველა ძალისხმევა დაუყოვნებლივ შედეგს არ მოიტანს. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებასა და ოჯახურ საკითხებში ბევრი რამ გასაგები და ნათელი გახდება. ამ თვეს აჩქარება არ უყვარს - საჭიროა სწორი გადაწყვეტილებები და დროულად გაჩერების უნარი.

ნალი (22.12 — 20.01)

კარიერა წინ წავა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარტო არ იმოქმედებთ. მაისში გადამწყვეტ როლს თამაშობს კავშირები — საუბარი ან ახალი ნაცნობობა შეიძლება მომგებიან კონტრაქტში გადაიზარდოს. თვის შუაში შესაძლებელია მივლინება, რომელიც წარმატებას და ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. დასასვენებლად მოგზაურობა კი ჯობს გადადოთ — არსებობს ტრავმის ან უსიამოვნო შემთხვევის რისკი. ოჯახში სითბო და მხარდაჭერაა, შესაძლებელია სასიხარულო სიახლეც.

თასი (21.01 — 19.02)

ფინანსურად ეს თვე მარტივია — შესაძლოა დაფაროთ ძველი ვალი ან მიიღოთ თანხა, რომელსაც აღარ ელოდით. კარგი დროა ახალი პროექტის დასაწყებად, რომელიც უკვე ზაფხულში მოგებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში კი მცირე სირთულეებია — შესაძლოა ურთიერთობაში პაუზა ან დისტანცია იგრძნოთ. ორსულობის დაგეგმვისთვის თვე ნაკლებად ხელსაყრელია. ჯანმრთელობისთი ხელსაყრელი თვეა და ენერგიას მოიმატებს.

ქუდი (20.02 — 20.03)

სამუშაო გარემო დაძაბული გახდება. მოსალოდნელია კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან ან კოლეგებთან. შეიძლება მიხვდეთ, რომ ცვლილების დრო დადგა და ახალი სამსახურის ძებნა დაიწყოთ. ფინანსურად სტაბილურობა შენარჩუნდება, განსაკუთრებით თუ საკუთარი საქმე გაქვთ. ოჯახში შესაძლოა დაძაბული საუბრები იყოს, განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებულ თემებზე. მნიშვნელოვანია, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში.

ხანჯალი (21.03 — 20.04)

მაისი მოთმინების გამოცდაა. შრომა ჯერ შედეგს არ იძლევა, რაც გაღიზიანებას იწვევს. თუმცა თვის შუაში გამოჩნდება შანსი სერიოზული თანხის გამომუშავებისთვის — დამატებითი ან ერთჯერადი პროექტის საშუალებით. პირად ცხოვრებაში სიფრთხილეა საჭირო — კონფლიქტები შეიძლება კრიზისში გადაიზარდოს. მოკლე მოგზაურობები კი წარმატებული იქნება და კარგად დაისვენებთ.

გვირგვინი (21.04 — 20.05)

კარიერული ზრდა იწყება — მიიღებთ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას. ფინანსურად კი სიფრთხილეა საჭირო: შესაძლებელია დიდი ხარჯები ან არასწორი ინვესტიცია. ოჯახში სიმშვიდეა, თუ თავად არ გაამწვავებთ სიტუაციას. ბავშვებს მეტი ყურადღება დასჭირდებათ. ჯანმრთელობა სტაბილურია, მაგრამ გადაღლასდ ერიდეთ.

სანთელი (21.05 — 20.06)

თქვენ მოვლენების ცენტრში ხართ. ახალი შესაძლებლობები და ნაცნობობები კარიერულ წინსვლას მოგიტანთ — შესაძლებელია დაწინაურება ან უკეთესი პირობები. თუმცა ფინანსები სწრაფად დაიხარჯება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტს. ოჯახში სიმშვიდეა, თუმცა ხშირად მოგიწევთ შუამავლის როლი.

ბორბალი (21.06 — 21.07)

ფინანსურად წარმატებული თვეა — შემოსავალი გაიზრდება ან ახალი წყარო გამოჩნდება. პროექტები წარმატებას მოიტანს. განათლებასა და თვითგანვითარებაში პროგრესი იქნება. ოჯახში სიმშვიდეა, თუმცა ბავშვებმა შეიძლება უსიამოვნო სიურპროზი მოგიწყონ. მოგზაურობები დიდ სარგებელს ვერ მოგიტანთ, მაგრამ გამოცდილებას დაგიგროვებთ.

ვარსკვლავი (22.07 — 22.08)

სამუშაო მეტი ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ღირს — დიდი მოგება ან ბონუსი გელით. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია გაუგებრობები, მაგრამ გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გააძლიერებს. საქმიანი მოგზაურობები წარმატებული იქნება.

ზარი (23.08 — 22.09)

კარიერული წინსვლა და აღიარება გელით. თუმცა ფინანსები არასტაბილურია — ხარჯები შესაძლოა შემოსავალს აჭარბებდეს. ოჯახში ჰარმონიაა, თუმცა ბავშვებთან დაკავშირებული სირთულეები შეიძლება გაჩნდეს. მნიშვნელოვანია დროული რეაგირება.

მონეტა (23.09 — 22.10)

სამუშაოში წარმატება აშკარაა, მაგრამ ფინანსური შედეგები დაგვიანდება — შესაძლებელია გადახდების შეფერხება ან დამატებითი ხარჯები. ოჯახში დაძაბულობაა, განსაკუთრებით გადაუჭრელი საკითხების გამო. ეს თვე მოთმინებასა და შეთანხმების უნარს მოითხოვს. სწავლა და განვითარება მომავალში დიდ სარგებელს მოგიტანთ.

გრძელი ხანჯალი (23.10 — 21.11)

კარიერა ვითარდება, მაგრამ ბიზნესპროექტები შეფერხდება. ახალი ინვესტიციებისგან თავი შეიკავეთ. პირად ცხოვრებაში სერიოზული უთანხმოებებია შესაძლებელი. ბავშვები კი წარმატებით გაგახარებენ. თვის ბოლოს სიტუაცია დასტაბილურდება.

ცული (22.11 — 21.12)

მაისი პროფესიულ ზრდის შანსს გაძლევთ — ახალი პასუხისმგებლობები და სამუშაო მოგზაურობები შედეგს მოიტანს. ფინანსურად სირთულეებია — შესაძლოა შანსი გაუშვათ ხელიდან დაბალი თვითშეფასების გამო. ოჯახში სითბო და მხარდაჭერაა. მთავარია, საკუთარ ძალებში ირწმუნოთ.

ოქროებში ჩასმული პატარძალი და მცირეწლოვანი სასიძო - ბოშების ქორწილის ფოტოებს და ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა
ლონდონში ბოშებმა ისეთი მდიდრული და ლამაზი ქორწილი გადაიხადეს, სამეფო ქორწილსაც კი შეადარეს - საუკუნის ქორწილის ფოტოები