ვარსკვლავი დედები Met Gala-ზე - ყველაზე ეფექტური კოსტიუმები და შვილებთან ერთად გავლილი წითელი ხალიჩა - მშობლები

ვარსკვლავი დედები Met Gala-ზე - ყველაზე ეფექტური კოსტიუმები და შვილებთან ერთად გავლილი წითელი ხალიჩა

2026-05-05 09:19:28+04:00

ყოველწლიური Met Gala-ს საქველმოქმედო მეჯლისი ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში იმართება. წლევანდელი თემა - „მოდა ხელოვნებაა“. წითელ ხალიჩაზე უამრავი ცნობილი ქალბატონი გამოჩნდა. ჩვენ რამდენიმე ვარსკვლავი დედის გამოსვლა შევარჩიეთ: ნიკოლ კიდმანი და მისი ქალიშვილი სანდეი როუზი, ლორენ სანჩესი, ანა ვინტური, კიმ კარდაშიანი, ბიონსე, რიანა, მადონა, ჰაიდი კლუმი და ა.შ.

original-4-1777959097.webp

ანა ვინტური Met Gala-ს ხელმძღვანელია და ჭორები დადის, რომ ვარსკვლავები ყველა ნაბიჯს მასთან ათანხმებენ. მან იცის, როდის გადიან სახლიდან, რას ჩაიცვამენ და ვინ ზრუნავს მათ სილამაზის იერსახეზე. ანას მთავარი წესია, რომ წითელ ხალიჩაზე მხოლოდ 18 წელს გადაცილებული ცნობილი სახეები არიან დაშვებული, მაგრამ წელს მან გამონაკლისი დაუშვა რიანას ქალიშვილისთვის, ბლუ აივისთვის - ის მხოლოდ 14 წლისაა. Met Gala-ზე მხოლოდ რიანას შეუძლია ცოტა დაგვიანება.

მეჯლისს წელსაც დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. მაგალითად, მერილ სტრიპმა და ზენდაიამ თავაზიანად უარი თქვეს მათ მოწვევებზე, რითაც მიანიშნეს, რომ არ უჭერდნენ მხარს ლორეს სანჩესს და ჯეფ ბეზოსს, რომლებიც წლევანდელი ღონისძიების მთავარი სპონსორები იყვნენ.წარსულში ზენდაია ხშირად ხდებოდა მეტ გალაზე ყურადღების ცენტრში და მერილ სტრიპიც ფართოდ არის დაფასებული კლასიკური სტილის სიყვარულისა და ელეგანტურობისადმი ერთგულების გამო.

original-9-1777959097.webporiginal-8-1777959097.webporiginal-7-1777959097.webporiginal-6-1777959097.webporiginal-5-1777959097.webp

ჰაიდი კლუმს აშკარად აერია ღონისძიება და ქანდაკებად იქცა

original-3-1777959097.webporiginal-2-1777959097.webporiginal-1-1777959097.webpnomi-1777959097.webpjorjin-1777959097.webpjener-kil-1777959097.webp3506x5000-0xp8n2q7ax-9090157822912165718-1777959097.jpg3333x5000-0xcy9b26eo-5789291215468512992-1777959096.jpg1970x3000-0xxzmrwly9-1446631695107018802-1777959095.jpg425x600-1-9784fb4d3b82fe98811de7f6f043547a3509x4957-0xukerrf0y-8598123589867656466-1777959095.jpg.webp400x600-1-d850f094a012b1fa0cbd0853cd11f7f83295x4944-0xm6dhof41-4014757087082553039-1777959095.jpg.webp400x600-1-d2ceea97d52dbbdb535a68aa60bda12c3326x4988-0xmfg85nhf-2106431877927811435-1777959095.jpg.webp400x600-1-655c9ab926d5fcec1bce7cb4874e6b9c3325x4987-0xz7bsmjvy-2194018673044481379-1777959095.jpg.webp

lena-makhfuf-1777959097.webpketi-perri-v-stella-mccartney-1777959097.webp

კეტი პერის ცნობა არ იყო ადვილი

original-1777959097.webp

ნიკოლ კიდმანი ქალიშვილთან ერთად