"არც ერთი ბავშვი არ იბადება ტელეფონით. ტელეფონს აჩვენებს მშობელი, რომ განთავისუფლდეს ბავშვისგან... ორ წლამდე ბავშვს გაჯეტი აბსოლუტურად არაფერში სჭირდება" - ბაკურ კოტეტიშვილი - მშობლები

"არც ერთი ბავშვი არ იბადება ტელეფონით. ტელეფონს აჩვენებს მშობელი, რომ გათავისუფლდეს ბავშვისგან... ორ წლამდე ბავშვს გაჯეტი აბსოლუტურად არაფერში სჭირდება" - ბაკურ კოტეტიშვილი

2026-05-05 11:16:36+04:00

ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი, ბაკურ კოტეტიშვილი, პოდკასტში "ჯანმრთელობის დღიურები" საუბრობს, რა გავლენა აქვს გაჯეტებს ბავშვების ნეიროგანვითარებაზე და როგორ ცვლის ციფრული თამაშები მათ ქცევას:

- არც ერთი ბავშვი არ იბადება ტელეფონით. ტელეფონს აჩვენებს მშობელი. ტელეფონს აძლევს მშობელი, რომ განთავისუფლდეს ბავშვისგან... საკმაოდ მწარე რაღაცებს ვიძახი ახლა, თუმცაღა ასეა. სათამაშო მოიგონა უფროსმა, რომ მივცეთ ბავშვს და დავაკავოთ, ანუ ჩვენ განვთავისუფლდეთ. გაჯეტურ სისტემაში ბავშვი ძალიან იოლად ერკვევა... გართობა იმდენად არ არის, რამდენადაც ინტერესის ფენომენია, იმიტომ, რომ სწრაფად მოძრავი ობიექტებია, ამას დავარქვათ თამაში.

სამწუხაროდ, ყველა იძახის, რომ იქ რაღაც აგრესიული თამაშებია. ​თუ დავაკვირდებით, ბავშვობაში ეზოში რასაც ვთამაშობდით, ყველა თამაში აგრესიული იყო. ზოგი ცოტა სასტიკიც. ერთი უნდა დამალულიყო, მეორეს უნდა ეპოვა. დაფიქრდით აბა, დამალვა რა არის? - გაქცევა, და პოვნა რა არის? - შეჭმა. უბრალოდ იმას დამალობანას ვეძახდით. ​

ციფრული თამაში ბავშვის განვითარებაზე განსხვავებულად მოქმედებს. აქ ბუნებრივი, თავისუფალი არჩევანის ვარიანტი აღარ არსებობს. ტვინისთვის უმნიშვნელოვანესია დაჯილდოების ფენომენი, რომელსაც ნეიროტრანსმიტერი დოფამინი განაპირობებს. თუ ბავშვი თამაშს აგებს, ის მას მაშინვე თავიდან იწყებს. რეალურ ცხოვრებაში, ეზოში თამაშისას, წაგების შემთხვევაში ჯილდოს ვერ იღებდი. უბრალოდ იმახსოვრებდი, რომ მეორე თამაშის დროს გამოგეყენებინა. ციფრულ სამყაროში კი ბავშვი პროცესს პერმანენტულად იმეორებს, თავად არის თამაშის მმართველი და დირიჟორი.

ორ წლამდე ბავშვს გაჯეტი აბსოლუტურად არაფერში სჭირდება და რაც მთავარია, როდესაც ამაზე ფიქსაცია ხდება დიდი ხნ

რით აფერხებს ოჯახი და გარემო ბავშვის ნიჭის განვითარებას და როგორ შეუძლია მშობელს ბავშვის პოტენციალის ბოლომდე გამოვლენას შეუწყოს ხელი - ბაკურ კოტეტიშვილის საინტერესო განმარტებები

ის განმავლობაში, მერე ხდება უკვე დამოკიდებული.