"ყელი სტკიოდა, ნემსი გაუკეთეს და რამდენიმე წუთში სუნთქვა გაუჩერდა" - საპატარძლო 3-თვიანი კომიდან ქორწილამდე ორი დღით ადრე გამოვიდა - მშობლები

"ყელი სტკიოდა, ნემსი გაუკეთეს და რამდენიმე წუთში სუნთქვა გაუჩერდა" - საპატარძლო 3-თვიანი კომიდან ქორწილამდე ორი დღით ადრე გამოვიდა

2026-05-05 12:53:48+04:00

საკუთარ ქორწილამდე ორი დღით ადრე, გოგონა სამთვიანი კომიდან გამოვიდა და საქმროს გაუღიმა. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post იტყობინება. შემთხვევა ჩინეთში მოხდა.

გასული წლის მიწურულს, 24 წლის ვან ჟანჟანმა და ჭან სიჟუიმ, ექვსწლიანი ურთიერთობის შემდეგ, დაქორწინება გადაწყვიტეს. ცერემონიისთვის თარიღი დანიშნეს, სასტუმრო წინასწარ დაჯავშნეს და პოპულარულ წამყვანთანაც შეთანხმდნენ.

იანვარში ვანს ყელი ასტკივდა, რის გამოც იგი საქმროსთან ერთად უახლოეს კლინიკაში მივიდა. იქ გოგონას მედიკამენტები გამოუწერეს და ნემსი გაუკეთეს. ინიექციიდან რამდენიმე წუთში პაციენტს ენა დაუბუჟდა, ღებინება დაეწყო და სუნთქვა გაუძნელდა. ვიდრე გოგონას დახმარებას აღმოუჩენდნენ, ალერგიული შოკი განუვითარდა.

მისი ტვინი ოთხ წუთზე მეტხანს ჟანგბადის გარეშე დარჩა, რამაც შეუქცევადი შედეგები გამოიწვია. იგი 92 დღის განმავლობაში კომაში იყო. მხოლოდ ქორწილის დათქმულ თარიღამდე 2 დღით ადრე ვანმა პირველად გაახილა თვალები და საქმროს გაუღიმა. მას ლაპარაკი და მოძრაობა ჯერჯერობით არ შეუძლია.

როგორც ცნობილია, ვან ჟანჟანზე მედიკოსები განსაკუთრებით ზრუნავდნენ და მის გამოჯანმრთელებას განსაკუთრებით ელოდებიან.