ირინა ონაშვილი უმცროსი ვაჟის, 8 წლის დათი ვარძელაშვილის ვიდეოს აქვეყნებს. ულამაზესი დედის გარეგნობით დათაც აღტაცებულია და ძილის წინ მას ხოტბას ასხამს:
- ასეთი ლამაზი ფიზიკურად როგორ იქნებოდი? მე მგონია, რომ რობოტმა დაგხატა, პიკასოზე გონიერმა, და ღმერთმა გამოგძერწა თავისი თითებით.... ვის არ მოსწონხარ? ყველაზე ლამაზი ქალი გალაქტიკიდან, უნივერსიდან, მილქი ვეიდან ყველაზე ლამაზი ადამიანი ხარ მთელ მაგ ადგილებში...
დათი ცნობილი მოდელის უმცროსი ვაჟია. უფროსი, საბა, 13 წლისაა.
.jpg)

ირინა ონაშვილი 1986 წლის 6 სექტემბერს არის დაბადებული.

მის ოჯახში ულამაზესი ქალბატონები იყვნენ, პირველ რიგში, ირინას დედა, რომელიც ახლაც შესანიშნავ ფორმაშია, და ირინას დები.



2003 წელს გაიცნო ფართო საზოგადოებამ, მას მერე, რაც "მის საქართველოს" გამარჯვებული გახდა. დღემდე ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ "მის საქართველოდ" მიიჩნევა.


ამ კონკურსის და საყოველთაო აღიარების შემდეგ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე გამართულ სილამაზის კონკურსზე მოპოვებული "მის ნიჭიერების" ტიტულის შემდეგ, რომელიც სასიმღერო ნიჭის წყალობით მოიპოვა, ირინა მოთხოვნადი და პოპულარული მოდელი გახდა.



მოდელობის პარალელურად, მონაწილეობდა სხვადასხვა პოპულარულ სატელევიზიო პროექტში, რამდენჯერმე იყო წამყვანის ამპლუაშიც. ასევე იყო და არის არაერთი ცნობილი ბრენდის სახე.




ირინას პირველი ქორწინება, ფეხბურთელ ბესო ქარდავასთან, საკმაოდ ხანმოკლე იყო. მეორედ კი ცნობილ პოლიტიკოს ლადო ვარძელაშვილზე დაქორწინდა და წყვილი უკვე წლებია, ბედნიერად ცხოვრობს ერთად.




მიუხედავად იმისა, რომ ირინა სულ დაკავებულია და აქტიური ქალბატონია, ძალიან დიდ დროს ატარებს შვილებთან. ხშირად მოგზაურობს მათთან ერთად, კულინარობას ასწავლის და მხიარულ ვიდეოებსაც უზიარებს ხოლმე გამომწერებს.
ირინა შარშან გახდა 40 წლის. შესანიშნავ ფორმაშია და კვლავ აღტაცებას გვრის უამრავ ადამიანს.





