TikTok-ზე ახალი სახიფათო ტრენდი ვრცელდება - როგორც დასავლური მედია წერს, ბავშვები მიკროტალღურ ღუმელში ანტისტრეს სათამაშოებს (სქუიში) აცხელებენ, რის შემდეგაც რეზინის სათამაშ ფეთქდება და ბავშვები მძიმე დამწვრობებს იღებენ.
ტრენდი იმდენად პოპულარულია, რომ კლინიკებში უკვე ათობით დამწვარი მოზარდი და ბავშვია შეყვანილი.
ექსპერტები ამბობენ, რომ აღნიშნული შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება ონლაინ სივრცეში გავრცელებული სახიფათო ტრენდს. ისინი მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ აკონტროლონ, რა კონტენტს უყურებენ მათი შვილები. განაგრძეთ კითხვა