"სწრა­ფად მოძ­რა­ობ­და სხვა მან­ქა­ნა და შე­ნიშ­ვნა მის­ცა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს საქ­მის გასარ­ჩე­ვად" - კახეთში ორი შვილის მამა სიჩქარის გადაჭარბების გამო მიცემული შენიშვნისთვის მოკლეს - მშობლები

"სწრა­ფად მოძ­რა­ობ­და სხვა მან­ქა­ნა და შე­ნიშ­ვნა მის­ცა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს საქ­მის გასარ­ჩე­ვად" - კახეთში ორი შვილის მამა, სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბების გამო მიცემული შენიშვნისთვის მოკლეს

2026-05-07 10:25:49+04:00

მკვლელობა მოხდა გურჯაანის სოფელ კარდენახში. 36 წლის არსენ მარტაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე თვეა დაბრუნდა. მისი ცხედარი დღეს სოფლის მიმდებარედ ვენახში იპოვეს. მას პირველადი დათვალიერებით ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, მომხდარი შესაძლოა რამდენიმე დღის წინ დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

  • ერთ-ერთ ვერსიით, არსენ მარტაშვილსა და სხვა სოფლის მაცხოვრებლებთან კონფლიქტი მანქანის სიჩქარესა და გადასწრებაზე დაიწყო, რის შემდეგაც მხარეები ერთმანეთს საქმის გასარჩევად შეხვდნენ. განაგრძეთ კითხვა