„მომხმარებელი ამ პროდუქტს თვალსაჩინოებისთვის კარგად დაინახავს, იმიტომ, რომ გამოყოფილი იქნება სპეციალური ფასით ან „ვობლერით“, ექნება შესაბამისი მითითება, რომ ეს ის პროდუქტია, რომელსაც ჩვენ ამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვთავაზობთ, როგორც „საოჯახო კალათის“ პროდუქტს, ამ ეტაპზე“ - ამის შესახებ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, სოფო ქაშაკაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კალათაში შევა პირველადი მოხმარების რამდენიმე პროდუქტი, ისეთი როგორიცაა: ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი და ა.შ. როგორც სოფო ქაშაკაშვილმა აღნიშნა, ყველა პროდუქტში გამოიყოფა თითო კონკრეტული სახეობა ან ბრენდი, რომელზეც მუდმივი ფასდაკლება იქნება.
ცნობილია ის საკვები პროდუქტები, რომლებსაც მარკეტები ფასდაკლებით გაყიდიან - მომხმარებელი ამ პროდუქტს კარგად დაინახავს.
ამ დასახელების პროდუქციაში, ჩვენი წევრები შეეცდებიან, რომ ვთქვათ, ბრინჯის რამდენიმე დასახელება არის ქსელში და კონკრეტულად ერთი დასახელების, ან ერთ ბრენდის ბრინჯი გამოყონ და მუდმივად იყოს ფასდაკლება. აქამდე ჩვენს პრაქტიკაში ვთავაზობდით მომხმარებელს ღრმა ფასდაკლებებს, თუმცა ეს იყო უფრო ქაოსური, ახლა მიეცემა უფრო სისტემური სახე, გამოიყოფა ეს კონკრეტული პროდუქტი, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი იქნება გაკეთებული.