მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია იქმნება.
როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ.
მისი თქმით, მომავალი წლიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას.
დიპლომატიის აკადემია უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება.
ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემია თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას წარმატებით უზრუნველყოფს.
ჩვენი ამოცანაა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
კობახიძემ მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს და სამინისტროს.