"პირველი შვილებია ყველა სიტუაციაში... არ არსებობს სხვა რამ, რაც შეიძლება, შვილებზე წინ დავაყენო..." - ზვიად დოლიძე მამობაზე და შვილისთვის დაწერილი ემოციური ლექსი (ვიდეო) - მშობლები

"არ არსებობს სხვა რამ, რაც შეიძლება, შვილებზე წინ დავაყენო... შვილთან გატარებულ დროს არაფერი არ ჯობია..." - ზვიად დოლიძე მამობაზე და შვილისთვის დაწერილი ემოციური ლექსი (ვიდეო)

2026-05-08 22:24:45+04:00

ცნობილი მსახიობი ზვიად დოლიძე გადაცემა "მამების დროს" სტუმრობდა და ისაუბრა, თუ როგორ შეცვალა მამობამ, როგორ დაუწერა ლექსი შვილს და ა.შ.

- შემცვალა თუ არა მამობამ, ვერ გეტყვით, ალბათ უფრო პასუხისმგებლობა მომემატა და ცხოვრების აზრი მომემატა. ორი რამისგან შედგებოდა შვილებამდე ცხოვრება. ერთი იყო პროფესია, რომლისთვისაც აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ იმ გზაზე მეთამაშა და გამეკეთებინა ის, რაც მე მინდოდა და მეორე ალბათ სიყვარული, პირადი ცხოვრება. ოღონდ ბედნიერება, როგორც ასეთი ჩემთვის, ზვიად დოლიძისთვის ამ ორივე ადგილზე მოგვარებული თემები იყო, სინთეზში უნდა ყოფილიყო. ბედნიერი მაშინ ვიყავი, დავუშვათ, როდესაც მიყვარდა და როდესაც კარგ როლზე ვმუშაობდი. ეს ყველაფერი იყო შვილების ამქვეყნად მოსვლამდე... ახლა აღარც ის აღარ მაინტერესებს, აღარც ეს... მაინტერესებს, როგორ არ მაინტერესებს, ყველაფერიც გაინტერესებს კაცს. მაგრამ მაინც ვხვდები. რომ პირველი შვილებია ყველა სიტუაციაში. შენ ბედნიერი ხარ კარგ როლს რომ აკეთებ იმიტომ, რომ შენი შვილები მოვლენ და ისინი ან იამაყებენ შენით ან პირიქით, შენიშვნებს მოგცემენ. გიყვარს იმიტომ, რომ შენი შვილებისთვის იყო თვალებანთებული და კარგი ადამიანი და დადებითი იყო. მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ შენი შვილები გიყვარს და ალბათ არა, შენი შვილები გიყვარს და საზრდოობ და სუნთქავ მათით. ჩემთვის მაგალითად ეგ არის, არ არსებობს სხვა რამ, რაც შეიძლება, შვილებზე წინ დავაყენო. გამორიცხული თემაა. არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება მომავალში. მაგრამ ყველაფერი, ცხოვრების აზრი, რაც არის ახლა, რაც არ უნდა გადამღერებულად გამოვიდეს, ყველა ფრაზა, ყველაფერი ნათქვამია აბსოლუტურად შვილებთან დაკავშირებით აქამდეც და მე ბევრ სიბრძნეს ვერ მოვაფრქვევ თქვენს მაყურებელს... შვილებისთვის ალბათ ყველაფერს გააკეთებს ადამიანი და მე საკუთარი თავისთვისაც ვისურვებდი და თქვენც გისურვებდით, როგორც მამებს და შვილების პატრონებს, რომ შვილისთვის არ დაგვჭირვებოდეს ისეთი რამის გაკეთება, რაც ჩვენ არ გვინდა...

ლექსი შვილისთვის

ლექსი დამიწერია შვილისთვის... მაშინ მეოთხე კლასს ამთავრებდა. მოვიდა უფროსი შვილი, მარიამი და მითხრა, მამაო, მასწავლებელმა მითხრაო, რომ შენ და მამამო ლექსი უნდა წაიკითხოთო სცენაზეო, ჩვენს ღონისძიებაზეო. ატყდა ერთი ამბავი. კი მამა, რაზეა ლაპარაკი-მეთქი. როდის არის? ერთი თვის მერეო და ერთ თვეში-მეთქი რამე ლექსს როგორ ვერ ვიპოვი. ბავშვსაც ვასწავლი, მეც ვისწავლი... ვერაფრით ვერ ვნახე ისეთი, რომ მამას და შვილს წაეკითხა. ისე შემომადნა და შემომაცვდა ეს ერთი თვე, რომ წინა დღეს მეუბნება, რა ლექსი უნდა წავიკითხოთო დაარ არის ასეთი ლექსი, ვერ ვნახე ვერაფერი, რომ მე და შენ ერთად წავიკითხოთ-მეთქი. ან უნდა წაუკითხოს შვილმა მამას ან მამამ შვილს და როგორც ასეთი, ქალავ ისეთი თეთრი ხარ და მთელი ამბავი, შვილს ხომ ვერ წაუკითხავ, მეოთხეკლასელ ბავშვს მითუმეტეს... ძალიან ეწყინა იმიტომ, რომ ეტყობა იქ მოთხოვნა სხვანაირი იყო, პედაგოგებისგან და ბავშვებისგან... რა ვქნა, რა ვქნა, და დავჯექი და დავიწყე წერა. მეთქი, მამა, ხვალ შენი ლექსი გექნება... მაშინ მომიწია ლექსის დაწერა.
ერთი მომენტი მქონდა კიდევ მასე. მე სულ გადარბენა-გადმორბებზე ვარ ხოლმე და ბაღში ჰქონდათ რაღაცა ღონისძიება. ეს უკვე მეორე შვილს, და ტანგო უნდა მეცეკვა ოღონდ ამ ტანგოზე რეპეტიციები მიდიოდა თურმე ყოველ დილით და რა ვიცოდი მე, არ მეცალა სულ. მამები დადიან თურმე და მთელი ამბებია. მივედი მეც და დადგა ჩემი შვილი და ცეკვავს მარტო. ყველაფერი მომენგრა შიგნით, რაც მქონდა, დაინგრა ყველაფერი... თუკი რამე უსწავლებიათ თეატრალურ ინსტიტუტში ტანგოზე, ყველაფერი გავიხსენე და გამოვიდა...
სურვილმა თუ გაგაკეთებინა, სიყვარულმა თუ გაგაკეთებინა, სიყვარულით გაკეთებული საქმე ყველაფერი გამოდის... როგორც არ უნდა გამოვიდეს, სულ რომ დაეცე, ისე ადგები, რომ შენი ადგომა ჯობს დაუცემლად ცეკვასაც კი... ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც მამა ცეკვავდა, ალბათ... ცხოვრება არის სხვანაირი, თორემ შენს შვილთან გატარებულ დროს არაფერი არ ჯობია აბსოლუტურად....
მეუღლეს უყურადღებოდ ექცევით? - რა ლექსი მიუძღვნა ზვიად დოლიძემ მეუღლეს
ამბობენ, რომ ძალიან მომთხოვნი ვარ... ბოლომდე ვიხარჯები და მათი მხრიდანაც მაქსიმალურს ვითხოვ - ზვიად დოლიძე საქმესა და პირადზე