ჟურნალისტი, ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე მის ცხოვრებაში საკმაოდ რთულ პერიოდზე საუბრობს. თამუნას თქმით, ასე ცუდად არასოდეს ყოფილა და დეპრესიის მიზეზი რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებაა. თამუნას თქმით, ის და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. ჟურნალისტი და სამი შვილის დედა ამბობს, რომ გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა აუცილებლად გამოვა ამ მძიმე მდგომარეობიდან და დაიბრუნებს ძველ თამუნას.
- პერმანენტულად მესამე პიროვნებები ჩნდებოდნე ჩვენს ურთიერთობაში, მე ვიცოდი ამის შესახებ და ვატარებდი, ვპატიობდი გარკვეული მიზეზების გამო, ოჯახის გამო... ერთ-ერთი მძიმე ეტაპი შარშან გავიარე, "ცეკვავენ ვარსკვლავების" დროს, როდესაც პარტნიორთან გარკვეული ურთიერთობები დაიწყო... მაგრამ წელს იყო დაგვირგვინება. წელს ვეღარ ავიტანე... ამ ყველაფრის მიუხედავად, მესამე ადამიანი არასოდეს დამიდანაშაულებია. თუ რაღაც არ არსებობს ორს შორის, მესამე ვერ გაჩნდება... მაგრამ წელს რასაც ვუყურე და რაც ვნახე შემთხვევით, ჩემთვის წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი, სამი შვილი, 12-წლიანი ოჯახი, ასე სახლში ადგებოდე სასმელით ხელში... არ მესმის ასეთი ქალების, თუმცა ეს გოგო არაფერ შუაშია, ჩვენ არ ვიყავით მყარად... ჩაქუჩებით სირბილს არ ვაპირებ, უბრალოდ ერთი რჩევა მინდა მივცე ყველა მამაკაცს, როდესაც სახლიდან გადიხართ, ლეპტოპში მესენჯერი ჩართული არ დატოვოთ...
დამთავრდა 12-წლიანი ურთიერთობა. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თავს...
ამდენი ხანია ვფიქრობ და ერთადერთი რაღაც ვერ ამოვხსენი, რანაირად შეიძლება, ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის. ნაკუწებად დამამსხვრია ამ ისტორიამ...