მსახიობი, მომღერალი, იუთუბერი ნანკა გვარი (გვარიშვილი) სულ ახლახან დაინიშნა. მისი რჩეული ოფროუდერი ირაკლი კიღურაძეა. ხელის თხოვნის ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც ჩანს, სიახლეს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, რადგან ნანკამ მოგვიანებით ფოტოები საქმროსთან შემდეგი ტექსტით გამოაქვეყნა:
"ვისაც არ ეყო ჩვენით ტკბობა, გიზიარებთ ახალ ფოტოებს… მოყვასებო, არ ინერვიულოთ, გიშერი ორივეს გვიკეთია".

მსახიობისთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. მანამდე ის თავის კოლეგაზე - ბუბა ჭოღოშვილზე იყო დაქორწინებული. განქორწინების შემდეგ ამ ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა იუთუბ-გადაცემაში "დიდი ქვიზი":
კითხვაზე, განქორწინების შემდეგ როგორ შეიცვალა შეხედულებები სიყვარულზე და ურთიერთობებზე, ნანკამ უპასუხა:
- ძაან შემეცვალა, რადიკალურად შემეცვალა. მივხვდი, რომ რაღაცა თუ ძაან ძაან ძლიერი არ არის და ძაან ძაან ნამდვილი არ არის, ჯობია, რომ საერთოდ არ შეეხო, ანუ არ დაიწყო. ძაან დავაფასე ურთიერთობები და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია დეტალები ურთიერთობაში, ანუ რაღაცნაირად ერთ რაღაცას, როგორც კადრს რომ შეხედო, ბევრის თვალში შეიძლება იდეალური წყვილიც ვიყავით და ვიყავით კიდეც, იმიტომ რომ ძაან ბევრმა მერე განიცადა, ჩვენ რომ დავშორდით, ამას არც მოველოდი, იქით ვამშვიდებდი ვიღაცას, რომ არა უშავს, ვიპოვი კიდე ვინმეს...

მაგრამ ძალიან გადავაფასე, თვითონ ადამიანებში ურთიერთგაგება რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იყოს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მე დავთმო რაღაცა შენ გამო, შენ ჩემ გამო... საერთოდ ეგო არ არ არის საჭირო, რომ იყოს ურთიერთობაში. სადაც ეგოა, მანდ ურთიერთობა ვერ აშენდება... ბუბას რომ დავშორდი, მას მერე გავაცნობიერე, რომ ამდენი ხანი არასოდეს არ მქონია საკუთარ თავზე მუშაობის არც დრო, არც ენერგია, არც სურვილი. სიმართლე გითხრა, ბუბასთან დაშორების მერე ორგანიზმმა და სხეულმა მთხოვა, რომ საკუთარ თავზე მუშაობას უნდა დავუთმო უკვე დრო. იმიტომ, რომ გავაცნობიერე, 25 წლის ვარ და ჯერ კიდევ არ ვიცი თუნდაც ის, როგორი ადამიანი მჭირდება გვერდით. საკუთარ თავს ამდენად არ ჩავძიებივარ, რომ ბევრი კითხვა დამესვა...