გუშინ გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის, ლალი პაპიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამსახურიდან სახლში მიმავალ ახალგაზრდა ქალს მანქანა ტროტუარზე დაეჯახა. მისი გადარჩენა ფაქტის თვითმხილველებმა და ტრაგედიის ადგილზე მისულმა სასწრაფოს ბრიგადამ სცადა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც ფაქტის თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, მანქანა ჯერ ავტომობილს დაეჯახა, მერე ტროტუარზე მყოფ ახალგაზრდა ქალს. ამ ფაქტს გარდაცვლილი ქალის თანამშრომლებიც შეესწრნენ, ისინი ერთად გამოვიდნენ სამსახურიდან და სახლებში მიდიოდნენ. ძალიან უჭირთ ფაქტის თვითმხილველებს მომხდარზე საუბარი.
“მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. მძღოლი "ბასლაინზე" მოქროდა გიჟივით, ჯერ სხვა მანქანას დაეჯახა, მერე ავარდა ტროტუარზე, საშინელება იყო ამ კადრების ნახვა. მთელი ღამე ამ გოგოს საცოდაობაზე და მის ოჯახზე მეფიქრებოდა. სამსახურიდან გამოვიდა, იქვე "კარფურში" მუშაობდა თურმე. განაგრძეთ კითხვა