ცნობილი აზერბაიჯანელი მუსიკოსი და ბიზნესმენი ემინ აგალაროვი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა სტუმრად ბერა ივანიშვილთან, ამჯერად მას მასპინძლობს აზერბაიჯანში. ემინი ვიდეოს აქვეყნებს, თუ როგორ დახვდა ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძეს შვილებით და დაათვალიერებინა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი - Sea Breeze. ეს პროექტი, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ზღვისპირა კურორტი, ბაქოდან რამდენიმე კილომეტრში,500 ჰექტარზეა გადაჭიმული. მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები. კურორტს აქვს 60 საცურაო აუზი და სოციალური ობიექტი, 50 რესტორანი, ღია აუზი, სპა ზონა და ა.შ. ზაფხულის სეზონზე კურორტი დღეში 10 000-მდე ტურისტს მასპინძლობს.2025 წლის აპრილის მონაცემებით, კურორტში ინვესტიციების ჯამურმა რაოდენობამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასე რომ, ემინი ამ პროექტით ძალიან ამაყობს.

ემინი ძირითადად მოსკოვშია გაზრდილი, ელიტური შვეიცარიული და ამერიკული განათლება აქვს. სახელი კი სიმღერისა და ბიზნესმენობის გარდა, პირადი ცხოვრებითაც გაითქვა.
მისი პირველი ცოლი ლეილა ალიევა იყო - აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქალიშვილი. მათ სამი შვილი ჰყავთ.

ლეილას მოგვიანებით გაშორდა და მოდელ ალენა გავრილოვაზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი შეეძინა.

