"ამ გამოცდილებით, შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავი... ყველაფერი ვიჩქარე, თუმცა ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ელენე არის დღეს..." - ნინი ბადურაშვილი მშობლების და საკუთარ განქორწინებაზე და თინეიჯერ შვილზე - მშობლები

"ამ გამოცდილებით, შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავი... ყველაფერი ვიჩქარე, თუმცა ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ელენე არის დღეს..." - ნინი ბადურაშვილი მშობლების და საკუთარ განქორწინებაზე და თინეიჯერ შვილზე

2026-05-11 14:40:57+04:00

მომღერალი ნინი ბადურაშვილი პირველი სტუდია • Pirveli Studia-ს სტუმრობდა და ეკა ჩხეიძესთან ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა თავის ცხოვრებაზე, ოჯახზე, კარიერაზე და ა.შ. ასევე ისაუბრა მშობლების განქორწინებაზე, რომელმაც გარკვეულწილად მის პირად ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა.

- მე ეკა და ერეკლე კარგად არ მახსოვს ერთად, ძაან პატარა ვიყავი, რომ დაშორდნენ ერთმანეთს, ხუთი წლის ვიყავი, თუ არ ვცდები და ამიტომ ვერ გეტყვი, რომ ისეთი გავლენა მოახდინა ამბავმა.
ninibadura-1778497467.jpg
2025-03-26-11-12-23-693168-1778497434.jpg
ალბათ ბავშვები უფრო მერე განიცდიან, როდესაც დედ-მამა ერთად ახსოვთ და ერთად იზრდებიან. ამიტომ მე ვერ ვიტყოდი, რომ რამე სერიოზული ტრავმა მომადგა, მაგრამ ერთადერთი რაც მახსენდება ბავშვობიდან და მახსოვს, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რაღაცა სუფრა იყო. ეკა და რეკლე ერთად იყვნენ, ერთ სახლში ვიყავით ყველა, მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი... ის ემოცია, თითქოს დედა და მამა რომ ერთად არიან, ის ბედნიერება, დღესაც მახსოვს და ამიტომ არის ალბათ რომ, არავინ იცის, ერთად რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება ცოტა სხვანაირიც ვყოფილიყავი... ამაზე პასუხი არა მაქვს. ერთი ვიცი, რომ სერიოზული ტრავმები არ განმიცდია... მაგრამ ის ემოცია მახსოვს და ის ბედნიერება... ამიტომ არის, რომ ალბათ ძაან უნდა ეცადოს ყველა წყვილი, რომ აქამდე არ მივიდეს... შეიძლება იცი, რაზე იმოქმედა? ჩემს შემდეგ გადაწყვეტილებაზე და ჩემს მალე გაშორებაზე იმიტომ, რომ მაინც მგონია, შვილი იღებს მშობლის მოდელს, ანუ ფსიქოლოგიურად, შეიძლება ქვეცნობიერად, ამას ვერ ვხვდები, მაგრამ აი ვფიქრობ, რომ დედაჩემი გაშორდა, მერე რა, მე რომ გავშორდე, რა მოხდა... შეიძლება ესეც იყო, იმიტომ რომ მაინც მგონია, რომ იმეორებ...
ახლა აბსოლუტურად სხვანაირი შეხედულებები მაქვს ამ საკითხის მიმართ და ძალიან არ მომწონს. საერთოდ ვთვლი, რომ როდესაც ოჯახდება ადამიანი... არავინ იცის, შეიძლება არ გაგიმართლოს ერთხელაც, ორჯერაც, მაგრამ მაშინ ცოტა სხვანაირად ვფიქრობდი და შესაძლებელი იყო, რომ ამ გამოცდილებით სხვანაირად მოვქცეულიყავი... ასე მალე არ მიმეღო გადაწყვეტილება თუნდაც გათხოვების... ყველაფერი ვიჩქარე, თუმცა ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ელენე არის დღეს...
kutal5-1729762142-1778497435.jpg
არ ვიყავი პატარა, ამ გადმოსახედიდან 26 წელი მაინც პატარად მიმაჩნია, მაგრამ მაშინდელი 26 სხვა 26 იყო. დღეს 26-27 წლის გოგოები, ზოგი არც ფიქრობს გათხოვებას და არც თვლიან, რომ რამე ეჩქარებათ... საერთოდ მოქმედებდა ის, რომ ხშირად ვაწყდებოდი ჩემზე ისეთ მოსაზრებას, ხალხი წერდა, რომ უკვე ამას ვადა გაუვიდა, რით ვერ გათხოვდა... არ თხოვდები, არ თხოვდები, ძაან შემაწუხა ამან... საზოგადოებრივმა აზრმა გარკვეულწილად იმოქმედა... თან თვითონ მქონდა ისეთი პერიოდები ცხოვრებაში, ვერ გადავწყვიტე, ჩემს პირადი ცხოვრებაში რა და როგორ უნდა ყოფილიყო... შემდეგ უკვე გავიცანი ადამიანი, რომელიც ძალიან მესიმპათიურა, ძალიან მომეწონა, ძალიან აღფრთოვანდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მიმეღო. პატარა დრო იყო... მე ვფიქრობ, რომ თვითონაც ეგრე ფიქრობს...
ახლა არაფერს არ ვნანობ იმიტომ, რომ ელენე არსებობს შენს ცხოვრებაში. არც დანგრევას ვნანობ და არც შექმნას, უბრალოდ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იყო ძაან ნაჩქარევი ამ გადმოსახედიდან.
badurashvil.jpgelene-1742917760.png
ელენე არის მთავარი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში... მამას ჰგავს ძალიან, იქითა მხარეს ბევრად უფრო ჰგავს. ჩემი იერი აქვს, მაგრამ ბებიას ჰგავს ძალიან, აღნაგობითაც, ძალიან მაღალია. ახლა გარდატეხის პერიოდი აქვს, ცოტა შეეცვალა ხასიათი და ცოტა "თქვენობით" ველაპარაკები. თავისი სივრცე უნდა, ზედმეტი შეკითხვები აღიზიანებს, არადა მე ვერ გამოვდივარ იმ მშობლური რაღაციდან - ჭამე? აბა რა ქენი? აბა ესე... და ეს ცოტა ნერვებს უშლის. მეც ვცდილობ დავაბალანსო, რომ ზედმეტად არ შევიჭრა მის სივრცეში, იმიტომ, რომ ახლა უყალიბდება ხასიათი... თბილია. მე ადამიანებს ცივი ვგონივარ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ცივი ვარ, ელენე ჩემზე უფრო თბილია, ეს ძალიან მომწონს. კომუნიკაბელურია, ძალიან გონიერი ადამიანია, ინტერესები აქვს... მღერის, მე რომ არ ვარ სახლში... ხშირად როდესაც შევსულვარ და შემიღია კარები, გამიგია, რომ მღერის. ცეკვა უყვარს ძალიან, ტანვარჯიში...
არ წარმომედგინა, რომ ვირუსისგან შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს... ბოლომდე ვერ მიიღო ჩემმა ტვინმა... არ ვიცი, ასე ძალიან რატომ ინერვიულა საზოგადოების ნაწილმა, ვის გავყევი, რატომ გავყევი... - ნინი ბადურაშვილი ოჯახზე, გარდაცვლილ მამაზე, ქორწინებაზე
ქალბატონი ეკა 62 წლის და მე, ნინო - 40-ის... - მშვენიერი ნინი ბადურაშვილის 40 წლის იუბილე (ვიდეო)
თავიდან ფეიქი მეგონა... ასეთი შემოთავაზება არასდროს მქონია - როგორ მიიწვია Armani-მ ნინი ბადურაშვილი და როგორ შეარჩია კაბები
მარტოობა დასრულდა... არსებობს ადამიანი... ერთად ვართ... ძალიან მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად და არც - მე. ალბათ, მაგიტომ მოხდა ასე მალე ჩვენი განქორწინება... - ნინი ბადურაშვილი განქორწინებასა და ახალ ურთიერთობაზე
ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმრის ოჯახური ბედნიერება და წარმატებული კარიერა რუსეთში