13 და 14 მაისს, 19:00 საათზე, „სახელოსნო 42“-ის სცენა ჩარლზ დიკენსის უკვდავი რომანის „ოლივერ ტვისტის“ გმირებს დაეთმობა. თუმცა ეს წარმოდგენა არა მხოლოდ სცენარით, არამედ იმითაც გამორჩეულია, რომ მას ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეები წარმოადგენენ. ისინი მაყურებლის წინაშე ლაიონელ ბარტის ლეგენდარული მიუზიკლით Oliver! JR. წარდგებიან.
პატარა მსახიობებთან ერთად, დაუვიწყარ საღამოზე პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს:
ეს არის ემოციური ამბავი ობოლი ბიჭის შესახებ, რომლის თავგადასავალიც ცნობილი ფრაზით – „თუ შეიძლება, სერ, კიდევ ცოტა მინდა“ – იწყება. დადგმა მაყურებელს ძველი ინგლისის ქუჩებში ამოგზაურებს, სადაც მუსიკა, ქორეოგრაფია და ბავშვების გულწრფელი შესრულება ერთიან სანახაობას ქმნის.

პროექტი ხორციელდება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან თეატრალურ სალიცენზიო სააგენტოსთან - Music Theatre International (MTI) - სპეციალური შეთანხმების საფუძველზე. წარმოდგენილი მასალა ეკუთვნის Broadway Junior® კოლექციას, რომელიც სპეციალურად დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა საგანმანათლებლო თეატრის ფარგლებში.
ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის MTI-ის ოფიციალური ლიცენზიით განხორციელებული დადგმები უკვე მყარ ტრადიციად იქცა. სკოლის რეპერტუარში უკვე შედის ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა: Aladdin Jr, Seussical Jr, High School Musical Jr, Matilda Jr, Peter Pan Jr და სხვა.

თუ გსურთ დაესწროთ სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმულ და წარმოდგენილ მიუზიკლს და მხარი დაუჭიროთ მათ, ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს.
R