"ბევრს უკვირს, როგორ შეგვიძლია ამ ფორმატით ურთიერთობა, მაგრამ ისევ ისე ვართ, როგორც ახალი შეყვარებულები..." - მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან ურთიერთობაზე, იტალიურის სწავლაზე და უცხოეთში ცხოვრებაზე - მშობლები

"ბევრს უკვირს, როგორ შეგვიძლია ამ ფორმატით ურთიერთობა, მაგრამ ისევ ისე ვართ, როგორც ახალი შეყვარებულები..." - მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან ურთიერთობაზე, იტალიურის სწავლაზე და უცხოეთში ცხოვრებაზე

2026-05-11 21:41:34+04:00

ინფლუენსერი და ზუმბას სპეციალისტი მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხებს, თუ როგორია მისი ურთიერთობა მაესტრო კარლო პონტისთან, სად გეგმავს სამომავლოდ ცხოვრებას და რამდენად კარგია წყვილისთვის პერიოდული დისტანცია.

მარიამის თქმით, ამ ეტაპზე კერძო სახლში, სიმწვანეში ქირით ამჯობინეს ცხოვრება, რადგან გაფართოება სჭირდებოდათ, მის ვაჟ დემეს - საკუთარი სივრცე და რაკი შესაფერისი სახლი შესაძენად ვერ იპოვეს ამ ეტაპზე, ქირით დასახლდნენ. თუმცა სახლის ყიდვა კვლავ გეგმაში აქვს წყვილს და ეძებენ ვარიანტს, რომელიც უფრო მოეწონებათ.

შეკითხვაზე, თუ რამდენად ხშირად ჩამოდის კარლო საქართველოში, მარიამი პასუხობს:

- ძალიან ხშირად ჩამოდის, უბრალოდ, ხანდახან კონცერტები აქვს, რეპეტიციები და უწევს სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლა. ბევრს უკვირს, როგორ შეგვიძლია ამ ფორმატით ურთიერთობა. მაგრამ ჩვენ შეჩვეული ვართ. ზოგჯერ იმდენად ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს, მონატრებასაც ვერ ვასწრებთ. ზოგჯერ მეტი ხნით გვიიწევს უერთმანეთოდ ყოფნა. მაგრამ ურთიერთობის სიჯანსაღისთვის, ჩემი აზრით, თუნდაც ერთად მცხოვრები წყვილებისთვის, მნიშვნელოვანია ხანდახან ცალკე წავიდნენ სამოგზაუროდ, ცალკე გაერთონ მეგობრებთან. ამაში არაფერია უცნაური.

გარდა ამისა, მარიამი ამბობს, რომ მას და კარლოს არ უჭირთ გრძნობების გამოხატვა და ამის დამსახურებაა, რომ გაცნობიდან 5 წლის შემდეგაც მათი ურთიერთობა ახალი შეყვარებულების ურთიერთობას ჰგავს.

- ჩვენც ვკამათობთ, ჩვენც გვაქვს გამოწვევები, როგორც ყველას, მაგრამ ის სხივი, რაც ახლავს ახალ ურთიერთობას, რაღაცნაირად შევინარჩუნეთ. და ესეც, ვფიქრობ, გამოხატვის უნარის დიდი დამსახურებაა.

მარიამის თქმით, მას და კარლოს ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ, აკრძალვების და ულტიმატუმების გარეშე და ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ. ისიც აღნიშნა, რომ იტალიურის სწავლას ცდილობს და ახლაც, რადგან ხშირად არის იმ ადამიანების გარემოცვაში, ვინც იტალიურად საუბრობს, ბევრი რამ ესმის და ხვდება ხოლმე, რა თემაზეა საუბარი.

მარიამი ამბობს, რომ მომავალში ვერ წარმოუდგენია უცხო ქვეყანაში ცხოვრება, ახლობლების და მეგობრების გარეშე. ამიტომ მომავალსაც საქართველოში ხედავს.

ponti3-45974-1681116578.jpg

ცნობისათვის, წყვილმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნო. ლეგენდარული სოფია ლორენის ვაჟი, მაესტრო კარლო პონტი, რომელიც მეუღლესთან განქორწინებული იყო, მარიამის ფოტოებით მოიხიბლა და მისი კომპლიმენტებით და "გუგლის თარგმანის" დახმარებით დაიწყეს ურთიერთობა, რომელიც უკვე 5 წელზე მეტია გრძელდება და ქორწინებითაც დაგვირგვინდა. დიდი ქორწილი საქართველოში ჰქონდათ, შემდეგ კი ჟენევაში იყო მეორე ცერემონია, რომელსაც სოფი ლორენიც ესწრებოდა და ცნობილი მსახიობი მოიხიბლა ქართველი რძლით და მარიამის ვაჟით - დემეტრეთი.

ponti-1774936930.png

მე და კარლოს გაცნობის დღიდან 5 წელი შეგვისრულდა და ამის აღსანიშნავად ვიყავით სამოგზაუროდ... - მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი მალდივებზე დასვენების კადრებს აქვეყნებენ (ვიდეო)
დედა ძალიან ლამაზი იყო და ვამაყობდი... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა ამ სამყაროში მასზე ლამაზი ქალი, სოფია ლეგენდაა... მარიამი ჟენევაში წარვუდგინე... მარიამის სიყვარულით მოვინათლე... - კარლო პონტის გულახდილი ინტერვიუ