ცნობილმა დიზაინერმა თავისი ბრენდის სახედ არა აღიარებული ვარსკვლავი, არამედ საკუთარი ბებია აირჩია და Met Gala-ზეც ბებოსთან ერთად პოზირებდა... - გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

ცნობილმა დიზაინერმა თავისი ბრენდის სახედ საკუთარი ბებია აირჩია და არა აღიარებული ვარსკვლავი... - გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2026-05-12 11:49:44+04:00

Jacquemus-ის ბრენდის დამფუძნებელმა, ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა სიმონ ჟაკმუსმა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და საყოველთაო აღფრთოვანებაც გამოიწვია. მან თავისი ბრენდის პირველ ამბასადორად (ელჩად), არა რომელიმე ცნობილი ადამიანი, არამედ საკუთარი ბებია, ლილინ ჟაკმუსი აირჩია.

728ffa3a5bc1c992b30b8423f4ad6cb0-1778577864.jpg

jacquemus-lilin-857x1071-1778577865.jpg

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დიზაინერმა ბებიას „მის ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული ქალი“ უწოდა.

lilin-1778577865.jpglilim-gra-1778577865.jpg

ლილინ ჟაკმუსი 1946 წელს პროვანსში, ფერმერების ოჯახში დაიბადა და მრავალი წლის განმავლობაში შვილიშვილის მუზა იყო. ის რეგულარულად ესწრება მის ჩვენებებს, ხოლო Jacquemus-ისთვის მისი სამოდელო დებიუტი 2020 წელს შედგა.

3429524ceef830a4860370748ec67a78-1778577864.jpg

ინსტაგრამზე სიმონმა პირადი მოგონებები გააზიარა და განმარტა, რომ მისი ბებია მინდვრებითა და მზის სხივებით გარშემორტყმულ სივრცეში გაიზარდა, ძლიერი იტალიელი მარტოხელა ქალის მიერ. დიზაინერის თქმით, ბრენდის დაარსებამდე დიდი ხნით ადრე, სწორედ ლილინმა ჩამოაყალიბა მისი აღქმა ქალურობის, ძალისა და ნამდვილი ელეგანტურობის შესახებ.

fe0fa712a6424b19af555168b471fe23-1778577865.jpg

ლილინ ჟაკმუსმა ასევე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბრენდის ვიდეოში, სადაც დიზაინერმა მას ახალი ჩანთა აჩუქა, რომელსაც მისი გარდაცვლილი დედის, ვალერის - ლილინის ქალიშვილის - სახელი ჰქვია. ბებია და შვილიშვილი ერთად დაესწრნენ "მეტ გალას" ცერემონიასაც.

698228724-1445808270893878-8131387504702346362-n-1778577865.jpg693777243-1445808337560538-1746975732021529006-n-1778577864.jpg

Blackpink-ის, Bad Bunny-ის და კენდალ ჯენერი ადრე მონაწილეობდნენ ბრენდის სარეკლამო კამპანიებში.

  • სიმონ პორტ ჟაკმუსი 1990 წლის 16 იანვარს, სალონ-დე-პროვანსში, საფრანგეთი დაიბადა. შედარებით ღარიბ ფერმერთა ოჯახში გაიზარდადა ძირითადად, დედა ზრდიდა.

simon-porte-jacquemus-2015-at-the-paris-fashion-week-spring-1778577866.jpg

2008 წელს, 18 წლის ასაკში, პარიზში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა École Nationale Supérieure des Arts et Techniques de la Mode (Esmod)-ში. შემდეგ სწავლა მიატოვა და მოდის ჟურნალ Citizen K-ში მხატვრის მენეჯერის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, დედის ავტოკატასტროფაში მოულოდნელმა გარდაცვალებამ აიძულა, საკუთარი კარიერა, როგორც მოდის დიზაინერს, გაეგრძელებინა და ამით დედისთვის მიცემული პირობაც შეესრულებინა.

20 წლის იყო, როდესაც შექმნა თავისი ბრენდი, Jacquemus. დედის ქალიშვილობის გვარი გამოიყენა ბრენდისთვისაც და თავადაც ორ გვარს იყენებს მას მერე.

charlotte-le-bon-jacquemus-le-valerie-2-1778578569.webp

მან თავისი დიზაინის პოპულარიზაცია მოახდინა იმით, რომ მეგობრებს სთხოვა მისი ნამუშევრების ჩაცმა 2010 წლის პარიზში Vogue-ის მოდის საღამოზე. ამან აღიარება მოუტანა და 2012 წელს პარიზის მოდის კვირეულზე მიიწვიეს თავისი კოლექციის წარსადგენად.

2017 წელს ჟაკემუსმა თავის კოლექციებს ფეხსაცმლის ხაზი დაამატა. 2018 წელს გამოაცხადა, რომ მამაკაცის ტანსაცმელს შექმნიდა. ფეხსაცმლის გარდა, ჟაკმუსი ასევე ქმნის ქუდებისა და ჩანთების დიზაინს, რომელთაგან ეს უკანასკნელი მსოფლიოში წარმოუდგენლად პოპულარული გახდა.

2019 წელს რესტორანი Citron-ი გახსნა, რომელიც მდებარეობს შანზ-ელიზეზე ახალ Galeries Lafayette-ში.

2019 წლის 24 ივნისს ბრენდის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენება მოაწყო. მოდის სამყაროს წარმომადგენლები ლავანდის ველზე მიიწვია და თავისი ახალი კოლექცია, „Le coup de soleil“, წარადგინა.

2020 წელს ფრანგ მხატვარ დაფნე ლეონთან ერთად, გამოუშვა კერამიკული ჭურჭლის ეთნიკური კოლექცია. 2021 წლის ნოემბერში ჰოლანდიურ ბრენდ VanMoof-თან ითანამშრომლა ელექტრო ველოსიპედის შესაქმნელად. 2022 წელს, Nike-მა გამოაცხადა თავისი ახალი ქალის კოლექცია Jacquemus-თან ერთად, რომელიც 2022 წლის მაისის შუა რიცხვებში იყო წარმოდგენილი.

2022 წლის 31 მაისს გამოცხადდა, რომ ჟაკმუსმა შეწყვიტა რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდება.

2024 წელს დიზაინერს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭა. ჯილდო ანა ვინტურმა გადასცა.

სიმონ ჟაკმუსი 2022 წლის 27 აგვისტოს, ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ, იტალიელ ციფრულ აგენტ მარკო მაესტრიზე დაქორწინდა.

2024 წლის 20 აპრილს დიზაინერს ტყუპი, მია და სანი შეეძინა.

პირველი ქართველი მოდის დიზაინერი, რომლის სამოსი უცხო ქვეყნების მეფე-დედოფლებსაც სცმიათ - ელიტური ქალბატონების საყვარელი მკერავი, რომელსაც პარიზში მოლიონერობას უწინასწარმეტყველებდნენ
მრავალმილიონიანი ქონების მიუხედავად, მეტროთი ან ველოსიპედით მგზავრობს, წიგნებით სავსე ჩანთას დაატარებს და დიზაინერულ ნივთებზე უარს ამბობს - კილიან მერფის ცხოვრების სტილი, რომელიც ბევრს აოცებს
სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოდის დიზაინერი გავხდებოდი, - ყოფილი ექიმი, რომელსაც მოდაზე არასოდეს უფიქრია - ლეგენდარული ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა