"ბიჭი დიდი მომავლით და სიცოცხლის ხალისით სავსე, ერთგული და უღალატო მეგობარი..." - ახლობლები და გულშემატკივრები უდროოდ გარდაცვლილ, 18 წლის წარმატებულ მორაგბეს ემშვიდობებიან - მშობლები

ახლობლები და გულშემატკივრები უდროოდ გარდაცვლილ, 18 წლის წარმატებულ მორაგბეს ემშვიდობებიან - "ბიჭი დიდი მომავლით და სიცოცხლის ხალისით სავსე, ერთგული და უღალატო მეგობარი..."

2026-05-12 12:25:09+04:00

რაგბის კლუბი ლელო ახალგაზრდა მორაგბის გარდაცვალების შესახებ წერს:

"ლელომ დაკარგა კიდევ ერთი ოჯახის წევრი... გარდაიცვალა ლელოა “ა” ლიგისა და ახალგაზრდული ლიგის მოთამაშე 18 წლის ნიკოლოზ წიკლაური..."

18 წლის სპორტსმენის შესახებ ხევის ამბებიც იუწყება:

"ხევმა დაკარგა ბიჭი

დიდი მომავლით და სიცოცხლის ხალისით სავსე, კეთილი გულით, ზრდილობით და ვაჟკაცური ხასიათით გამორჩეული, კარგი მშობლების გაზრდილი და ღირსეული თვისებებით აღზრდილი, ერთგული და უღალატო მეგობარი, წარმატებული მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური...
სიტყვებით ძნელია გადმოვცეთ, რა რთულია ის ტკივილი, რასაც მოხევეები განვიცდით ამ მძიმე წუთებში...
ვუსმძიმრებთ ხევს, ოჯახს და ახლობლებს".