"ტატუს მელანი ლიმფურ კვანძში ანთებას იწვევს და ვაქცინებზე იმუნურ პასუხს ცვლის" - მარი მალაზონია უახლესი კვლევის შესახებ - მშობლები

"ტატუს მელანი ლიმფურ კვანძში ანთებას იწვევს და ვაქცინებზე იმუნურ პასუხს ცვლის" - მარი მალაზონია უახლესი კვლევის შესახებ

2026-05-14 09:06:33+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" უახლესი კვლევის შედეგებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, რომ ტატუს მელანს ლიმფურ კვანძში ანთების გამოწვევა შეუძლია და ამავდროულად, ზოგიერთ ვაქცინაზე იმუნურ პასუხს ცვლის:

- ტატუს მელანი ლიმფურ კვანძში ანთებას იწვევს და ვაქცინებზე იმუნურ პასუხს ცვლის. სწორედ ამ სათაურით ჟურნალში Immunology & Inflammation უახლესი და უჩვეულო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. უახლესი ინფორმაციით, მსოფლიოში თითქმის ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს ტატუ აქვს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ტატუირებული ადამიანების რაოდენობა საერთო მოსახლეობის 30%-ს აჭარბებს.

​ტატუს ანუ სვირინგის მდგრადობას საღებავის პიგმენტი განაპირობებს, რომელიც ადამიანის სხეულის შიგნით არსებულ ბიოლოგიურ სითხეებს ძალიან ძნელად ერევა. შავი პიგმენტი ძირითადად ნახშირიდან მიიღება, ხოლო ფერადი პიგმენტების შემთხვევაში საქმე საწარმოო წესით მიღებულ ორგანულ ნაერთებთან გვაქვს. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად ეს პიგმენტები პლასტმასის, სხვადასხვა ლაქის ან საღებავის წარმოებისთვის იყო გამიზნული, რის გამოც ტატუს მელნის უსაფრთხოება და ტოქსიკურობა მეცნიერებში დავას მუდმივად იწვევდა. ​

კვლევა, რომელზეც დღეს მე გიამბობთ, სრულიად განსხვავებულია. თუნდაც იმით, რომ თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგად პირველად დადგინდა, რომ ლიმფური კვანძი ორგანიზმში განვითარებულ რეაქციას ლამის მთელი ცხოვრების მანძილზე პასუხობს. ამასთანავე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დადგინდა, რომ ტატუს მელანს ამა თუ იმ ვაქცინაზე რეაქციის შეცვლა შეუძლია. კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციის ადგილზე ტატუს მელანს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ რეაქციის დაქვეითება შეუძლია, ხოლო გრიპის ვაქცინის შემთხვევაში რეაქციას, პირიქით, ზრდის. კვლევის ავტორები კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ ​ტატუ სხეულზე ხილულად დატანილი ნახატია, თუმცა ორგანიზმში მიმდინარე საპასუხო პროცესები უხილავია. გასათვალისწინებელია, რომ ბიოლოგიური ცვლილებები ნაკლებად თვალსაჩინოა, ჩვენი ჯანმრთელობისთვის მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

5 და 9 წლის ბავშვებისთვის ტატუს გაკეთების გამო მშობლებს პატიმრობა მიუსაჯეს
დედის პატივსაცემად გაკეთებული ტატუც ოჯახურ კონფლიქტს შეეწირა - ბრუკლინ ბექჰემი სულ უფრო შორდება მშობლებს, ცოლის სასარგებლოდ