იქ არც ელექტროენერგიაა და არც წყალგაყვანილობა: როგორ ცხოვრობენ ადამიანები მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე - მშობლები

იქ არც ელექტროენერგიაა და არც წყალგაყვანილობა - როგორ ცხოვრობენ ადამიანები მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე

2026-05-14 12:01:57+04:00

წარმოიდგინეთ, ორი საფეხბურთო მოედანი რომ გავაერთიანოთ, ასეთი ფართობის მიწის ნაკვეთზე იმაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ზოგიერთ საქალაქო კვარტალში. საუბარია კუნძულზე, რომელიც ოფიციალურად პლანეტის ყველაზე გადატვირთულ ადგილადაა აღიარებული - ეს კოლუმბიის სანაპიროსთან მდებარე პატარა კუნძული, სანტა-კრუს-დელ-ისლოტეა.

აქ ვერ შეხვდებით ცათამბჯენებს, ტრანსპორტის მარადიულ ხმაურსა და ღამის ჩირაღდნებს. წყალგაყვანილობის ნაცვლად წყალი სამხედრო გემებით მოაქვთ, მუდმივი ელექტროენერგიის ნაცვლად კი ძველი გენერატორი დღე-ღამეში მხოლოდ ხუთი საათით მუშაობს. ბუნებრივია, იბადება ლოგიკური კითხვა: ვის შეიძლება მოუვიდეს აზრად ასეთ პირობებში ცხოვრება?

როგორ წააწყდნენ მეთევზეები ამ კუნძულს

kunzuli-2-1778745939.jpg

ამ პატარა კუნძულის ისტორია დაახლოებით ას ორმოცდაათი წლის წინ დაიწყო. ქალაქ ბარუდან რამდენიმე მეთევზე ზღვაში უხვი ნადავლის საძიებლად გაემართა. ღამის გასათევად ისინი პატარა მარჯნის ნაპირზე გადასხდნენ. მთავარი აღმოჩენა კი დილით ელოდათ: მთელი ღამის განმავლობაში მათ მყუდროება არც ერთ კოღოს არ დაურღვევია, რაც იმ მხარეში იშვიათობაა.

მეთევზეებს სიმშვიდე და აბეზარი მწერების არარსებობა ისე მოეწონათ, რომ შინ აღარ დაბრუნებულან. ასე გაჩნდა ამ უკაცრიელ ადგილას პირველი დასახლება.

დიდი ხნის განმავლობაში კუნძულს სახელიც კი არ ჰქონდა. ლეგენდის თანახმად, ერთხელ ნაპირზე ზღვამ დიდი ქვის ჯვარი გამორიყა. თუ საიდან აღმოჩნდა იგი წყალში, არავინ იცის, თუმცა ამ ნაპოვნმა კუნძულს სახელი მისცა: "სანტა-კრუს-დელ-ისლოტე" ქართულად "წმინდა ჯვრის კუნძულს" ნიშნავს.

როგორია კუნძულელთა ყოველდღიურობა

kunzuli-3-1778745953.jpg

დღეს კუნძულზე ასზე ოდნავ მეტი სახლი, ორიოდე მაღაზია, ერთი კაფე, სკოლა და დასასვენებელი პატარა კლუბიც კი დგას. მიწის კატასტროფული სიმცირის გამო ბევრი შენობა ნაწილობრივ ხიმინჯებზე, წყალშია აშენებული. ადგილობრივებს სიგანის ნაცვლად სიმაღლეში რომ ეშენებინათ, სივიწროვის პრობლემა გადაიჭრებოდა, თუმცა ამჟამად ერთადერთი თავისუფალი ადგილი ყურის შიდა ეზოა, რომელიც ჩოგბურთის კორტის ხელაა და ისიც მოქცევის დროს სრულად იტბორება.

მთელი კუნძულის ფეხით შემოვლა იმაზე სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე ერთი ფინჯანი ყავის დალევა. გზებსა და ავტომობილებზე აქ არავინ ფიქრობს - ისინი აქ უბრალოდ ვერ დაეტევა.

კუნძულს საკუთარი საფეხბურთო მოედანიც აქვს, თუმცა იმდენად პატარა, რომ სრულფასოვან თამაშზე ოცნებაც კი ზედმეტია. სახლის კარებს აქ ღამითაც არ კეტავენ. დანაშაული პრაქტიკულად არ არსებობს, პოლიციის განყოფილება კი საჭიროების არარსებობის გამო არ აუშენებიათ. აქ არც საავადმყოფოა და არც სასაფლაო, ცხოვრება კი აუჩქარებლად მიედინება.

არსებობისთვის სახსრების მოპოვება რთულია. შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი და მეთევზეობა წარმოადგენს. თუმცა, რადგან ზღვაში თევზი ყოველწლიურად მცირდება, ადგილობრივები სულ უფრო მეტ იმედს კონტინენტიდან ჩამოსულ სტუმრებზე ამყარებენ. მამაკაცები ხშირად მეზობელ კუნძულ მუკურაზე მუშაობენ, სადაც ძვირადღირებული კურორტია გაშენებული. სხვები სუვენირებს ამზადებენ ან ადგილობრივი კერძების პატარა რესტორნებს ხსნიან. ზოგიერთი კი ყოველდღე სამუშაოდ მატერიკზე დაცურავს.

სკოლა, წყალი და დენი ხუთი საათით

kunzuli-4-1778745966.jpg

სანტა-კრუს-დელ-ისლოტეს სკოლა ყველაზე მაღალი, სამსართულიანი შენობაა, სადაც ორასამდე ბავშვი სწავლობს. მოსწავლეები გაკვეთილებზე არქიპელაგის მეზობელი კუნძულებიდანაც კი მოდიან. საინტერესოა, რომ ადგილობრივთა უმრავლესობას ახალგაზრდობა შეადგენს. მასწავლებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ აქაური მოსწავლეები კონტინენტზე მცხოვრებ თანატოლებთან შედარებით გაცილებით მშვიდი და დისციპლინირებულნი არიან.

ყველაზე დიდ ფასეულობას სასმელი წყალი წარმოადგენს. საკუთარი წყაროების არარსებობის გამო, სამხედრო გემებს იგი სამ კვირაში ერთხელ ჩააქვთ. ელექტროენერგიის მხრივაც შეზღუდვებია: გენერატორი შუქს მხოლოდ საღამოს ხუთიდან ათ საათამდე იძლევა. საღამოს ფეხბურთის ან საყვარელი სერიალის საყურებლად საჭირო საწვავს მოსახლეობა საერთო ძალებით ყიდულობს.

ნაგავი მეზობელ ტინტიპანზე გააქვთ, თუმცა ნარჩენების ნაწილი მაინც ზღვაში ხვდება, რაც კუნძულზე მცხოვრებთა მთავარი ტკივილია.

დედამიწაზე არსებული სამოთხე ასაკის ყველაზე დიდი მცხოვრების თვალით

kunzuli-5-1778745983.jpg

66 წლის იუვენალ ხულიო ერთ-ერთი პირველი მოსახლის შვილთაშვილია. იგი დაივინგის ინსტრუქტორად მუშაობს და ამ პატარა ხმელეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მამაკაცი კუნძულს ნამდვილ სამოთხეს უწოდებს და ამბობს, რომ აქ სიცოცხლის ბოლომდე დარჩენა სურს. სივიწროვის, საყოფაცხოვრებო პირობების არქონისა და სამუშაოსთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, მცხოვრებთა უმეტესობა არსად მიდის. ისინი სიმშვიდესა და უსაფრთხოებას აფასებენ, რაც ბევრისთვის ნებისმიერ საქალაქო კომფორტზე ძვირფასია.

არ იყენებენ ელექტრობას, ტექნოლოგიებს, აკრძალულია ხელოვნება, ინსტრუმენტები და ჩვეულებრივი თოჯინები ბავშვებისთვის... - ხალხი, რომელიც საკუთარი ნებით ჩარჩა მე-19 საუკუნეში