"ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს... გარდაცვლილია ორ-ორი ძმა" - ტრაგედია გარდაბანში - მშობლები

"ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს... გარდაცვლილია ორ-ორი ძმა" - ტრაგედია გარდაბანში

2026-05-14 13:52:17+04:00

დღეს დილით გარდაბანში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა - სოფელ ბირლიკში BMW - ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შემდეგ მანქანა ნაწილებად იქცა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს ფაქტზე გამოძიება 276ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, ან წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი და მეტი ადამიანის სიკვდილი.

უწყების ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 7ადამიანი, ხოლო ერთი ახალგაზრდა უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი, ახლა ის სიკვდილს ებრძვის.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭები დილით სამსახურში მიდიოდნენ, ისინი ერთად მუშაობდნენ და სწორედ ამ დროს დატრიალდა ეს მძიმე ტრაგედია. გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან. ტრაგედია მოხდა გარდაბანი - რუსთავის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე.

როგორც ჩანს, ძალიან სწრაფად მოდიოდნენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოხდა ეს უბედურება.

განაგრძეთ კითხვა