"ბევრი რამით მოიგო მიშამ ჩემი გული. ჭკუით, განათლებით, იუმორით... ბავშვი გეგმავს ჩვენს ქორწილს, ყვავილები უნდა დავყაროო..." - სოფო ნიჟარაძე - მშობლები

"ბევრი რამით მოიგო მიშამ ჩემი გული. ჭკუით, განათლებით, იუმორით... ბავშვი გეგმავს ჩვენს ქორწილს, ყვავილები უნდა დავყაროო..." - სოფო ნიჟარაძე

2026-05-14 22:20:08+04:00

-მომღერალი სოფო ნიჟარაძე იუმორისტულ გადაცემა სარკასტიკას სტუმრობდა. ისაუბრა კარიერაზეც და პირადზეც, იუმორისტულ ჭრილშიც და გულახდილადაც. ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა მაია ასათიანის გადაცემაში მომღერლის მიერ ადრე ნათქვამ ფრაზას, "მამაკაცმა ჩემი გული რომ მოიგოს, უნდა იყოს თავხედიო". "ჰოდა, მიშა თავხედია?" - ჰკითხა გიორგი ნაზღაიძემ.

- კი, არის მიმწოლი... ბევრი რამით მოიგო გული. ჭკუით, განათლებით,იუმორით, სხვათა შორის, ძალიან კარგი იუმორი აქვს. ეს მთავარი თვისებებია ალბათ, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მე მომხიბლოს...

ქორწილი როდის უნდა გქონდეთ? რომ გამოვა თავისუფლებაზე, გექნებათ თუ არა ქორწილი?

სოფო:

- ბავშვი გეგმავს მაგას, მეო ყვავილები უნდა დავყაროო. ინგლისურად მეკითხება თან, რომ გქონდაო ქორწილიო? და არა-მეთქი. და აი, ხომ უნდა გქონდესო, ყვავილები უნდა დავყაროო...

ასევე დაუსვეს სოფოს შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ცნობილ ქურქებზე. სოფოს თქმით, ალისას ძალიან მოსწონს ზოგიერთი მათგანი.

- სხვათა შორის, ერთხელ ძალიან ლამაზი მოსასხამი მაჩუქა... ნამდვილად გადარეული ბებიაა ალისასთვის.

სოფოს თქმით, ამ ეტაპზე მისი შემოსავლის მთავარი წყაროა კერძო ღონისძიებებზე სიმღერა და რეკლამები. რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს, მომღერალი ამბობს, რომ დედასთან ერთად ცხოვრობს, მხოლოდ მის სახლში, ხოლო დედამისის სახლი გაქირავებულია. სამზარეულოში ტრიალიც ძირითადად სოფოს დედის პრეროგატივაა.

- დედაჩემი ხომ ცხოვრობს ჩემთან და ისეთი გაბატონებულია, არაფერს არ მაკარებს. თუმცა ყველაფრის გაკეთება ვიცი. მე როცა მარტო ვცხოვრობდი, ამერიკაში თუ უკრაინაში, ყველაფერს ვაკეთებდი.

ცოტა ხნის წინ, ვიკა ბუკიასთან ინტერვიუს დროს სოფომ უფრო ვრცლად ისაუბრა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე:

მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ალისა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, რაც გარშემო დღესაც მაქვს. მთავარი ბედნიერება მყავს და ეს იმ ყველაფრის, გავლილი ცხოვრების და ტკივილების დამსახურებაა, ამიტომ არაფერს არ შევცვლიდი... ნაწყენი ძალიან ბევრ ადამიანზე ვარ, რა თქმა უნდა, წყენა მიშასთანაც მქონია, მაგრამ მე უფრო ბევრი კარგი მახსოვს, ამიტომ ეს ის მომენტია, რომელზეც მხოლოდ მასთან ვილაპარაკებ, როცა მოვა ამის დრო, მე მჯერა. ან შეიძლება, რაღაც ასაკში მემუარები დავწერო. იქ აუცილებლად დავწერ ჩემს განწყობებზე და გრძნობებზე. და ხალხს რომ გონია, რომ ყველაფერი იცის და სინამდვილეში არაფერი იცის, აი აქ დაიბადება ბესტსელერი.

მიხეილ სააკაშვილს ჩემს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს... რომ დამთავრდება პატიმრობა, მისთვის იქნება ყველაზე საინტერესო ეტაპი ცხოვრებაში. ჩემთვისაც.

წყენა მიშასთანაც მქონია, მაგრამ მე უფრო ბევრი კარგი მახსოვს... მიხეილ სააკაშვილს ჩემს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს... მე ასეთი მიშა სხვა დროს არ მინახავს, სულ სხვანაირია ალისასთან... ალისა ძალიან გავს და უნდა, მასავით ბევრი ენა იცოდეს... ძმებთანაც აქვს ურთიერთობა... - სოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე ქალიშვილთან ერთად ექსპრომტად შესრულებული სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს - თავიდან მეგონა, რომ არ ჰქონდა სმენა, მიშასავით... (ვიდეო)