რომელი დღეები და რიცხვებია ქორწინებისთვის იდეალური და რატომ არ არის სასურველი, დედოფალმა ქორწილში დედის ან დედამთილის ნაჩუქარი ბეჭედი გამოიყენოს - ეზოთერიკოსი საუბრობს - მშობლები

რომელი დღეები და რიცხვებია ქორწინებისთვის იდეალური და რატომ არ არის სასურველი, პატარძალმა ქორწილში დედის ან დედამთილის ნაჩუქარი ბეჭედი გამოიყენოს - ეზოთერიკოსი საუბრობს

2026-05-15 11:17:17+04:00

ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს, რომელი დღეები და რიცხვებია ქორწინებისთვის იდეალური, შეიძლება, თუ არა მაისში ქორწილის დაგეგმვა და რა მნიშვნელობა აქვს ბეჭედსა და სამოსის ფერს:

- რეალურად, აქ რამდენიმე სხვადასხვა მიმართულება არსებობს. თავად ეს თარიღი რა არის? ეს ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა. როგორც ნებისმიერ ქმედებას, მაგალითად, საქმის დაწყებას, თავისი მნიშვნელობა აქვს, ასევეა აქაც. შესაბამისად, ახალი ათვლის წერტილი დიდ როლს თამაშობს იმაში, თუ გაგრძელება როგორი იქნება. ანუ, ის პირველი დღე, როდესაც ახალი ნაბიჯი გადაიდგა და ახალი იმპულსი გაჩნდა, რომელ რიცხვში იქნება, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

არსებობს ზოგადი - დადებითი და უარყოფითი დღეები, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც უშუალოდ ორივე პარტნიორის დაბადების თარიღს ვითვლით და მათთვის კონკრეტულ კარგ დღეს ისე ვნახულობთ. არსებობს ზოგადი კარგი თარიღებიც, რომელთა გამოყენება ნებისმიერ თვეში შეიძლება, თუკი მათ რაიმე ნეგატიური, მაგალითად, დაბნელების დერეფანი ან რეტროგრადული ვენერა არ დაემთხვა.

მაისში დაქორწინება შეიძლება, განსაკუთრებით - მაისის პირველ ნახევარში. ზოგადად, ეს შესავალი რატომ გავაკეთე - აქ მნიშვნელობა როგორც ნუმეროლოგიური კუთხით თვითონ რიცხვს, ისე პერიოდს ენიჭება. მნიშვნელოვანია, ზოდიაქოს რომელ ციკლში ვიმყოფებით. კუროს პერიოდი ქორწინებისთვის ზოგადად იდეალურია, შესაბამისად, მაისის პირველი ნახევარი ძალიან კარგია. მართალია, ამბობენ, რომ მაისში არ ვარგა და ნამდვილად არსებობს ასეთი მოსაზრება, თუმცა პირველი ნახევარი მაინც ძალიან კარგია. აი, ტყუპების პერიოდი კი ქორწინებისთვის დიდად სასურველი არ არის.

მაგრამ როცა მზე კირჩხიბში გადადის, ისევ კარგი პერიოდი დგება. კირჩხიბის პერიოდი, ისევე როგორც კუროსა და სასწორის პერიოდები, ყველაზე კარგი დროა. არ არის სასურველი ვერძის, ტყუპებისა და მშვილდოსნის პერიოდები, რადგან იქ მეტი მოძრაობა და იმპულსია. შესაბამისად, ივნისის მეორე ნახევარი და ივლისი ამისთვის იდეალური პერიოდია. კერძოდ, 21 ივნისიდან 21 ივლისამდე.

რაც შეეხება რიცხვებს, არსებობს ზოგადი რიცხვები, რომლებსაც თავისი ენერგია გააჩნიათ. ზოგი დღე საქმის დასაწყებად არის კარგი, ზოგი - სამოგზაუროდ, რათა ის უფრო შედეგიანი და ნაყოფიერი იყოს, ზოგიც - სწავლის დასაწყებად. რაც შეეხება უშუალოდ ქორწინების თარიღებს, იდეალურია: 3, 6, 21 და 24 რიცხვები.

ეს რიცხვები ქორწინების დასაგეგმად იდეალურია, რადგან შემდგომში ჩვენზე ყველაზე დადებითად აისახება. ასეთ დღეებში დაწყებული ქორწინება უფრო მშვიდი და ნაყოფიერია, რადგან ეს დღეები სიყვარულთან, ბედნიერებასთან, ემოციასთან და კავშირთან ასოცირდება. ასევე კარგია პარასკევი (ვენერას დღე) ან კვირა (მზის დღე), რაც უფრო დადებით შედეგს მოიტანს.

თუმცა არის დღეები, როდესაც დაქორწინება სასურველი არ არის, მაგალითად: 10, 13, 16, 20 და 30 რიცხვები. შესაძლოა, მათ ციკლური ხასიათი ჰქონდეთ ან მდგომარეობა გაურკვევლად შეიცვალოს - შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს და უცებ გაფუჭდეს (ან პირიქით). თუ წყვილს პრობლემური მომენტები აქვს, უმჯობესია კონკრეტული ადამიანების მონაცემები ინდივიდუალურად ვნახოთ.

- თუ წარმატებული რიცხვი და წარუმატებელი დღე ერთმანეთს დაემთხვა, რა ხდება ასეთ დროს?

- პარასკევი და კვირა ზოგადად საუკეთესო დღეებია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დღეს არ შეიძლება. უბრალოდ, ესენი ყველაზე დადებითი დღეებია.

ზოგადად ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის ბეჭდის სწორად დამზადებასაც კი. ბევრი ადამიანი მანდაც შეცდომას უშვებს. ნებისმიერ ახალ ქმედებასა და იმპულსს თავისი ენერგია აქვს. შესაბამისად, რიცხვი ჩვენთან ჰარმონიაში თუ არის და სწორად არის შერჩეული, შემდგომ განვითარებაზე ამას დიდი გავლენა აქვს. ასე რომ, ხელის თხოვნასაც აქვს მნიშვნელობა, თუმცა როდესაც ხელის მოწერა ხდება და ფაქტი ოფიციალურად ფიქსირდება, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. როგორც დაბადების თარიღია უცვლელი, ისეა ესეც. ამიტომ უმჯობესია, ეს ნაბიჯი სწორ დღესა და სწორ მომენტში გადაიდგას. ერთი შეხედვით, რიცხვს, თითქოს, უმნიშვნელო როლი აქვს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი რიცხვებთანაა კავშირში - დაბადებიდანვე ჩვენი ცხოვრება მათზეა მიბმული.

ქორწინებისთვის ხუთშაბათიც კარგი დღეა. აი, შაბათი დიდად სასურველი არ არის, თუმცა მესმის, რომ დასვენების დღეა და ამიტომ ირჩევენ.

ოთხშაბათსა და პარასკევს ხშირად მარხვა ემთხვევა და ბევრისთვის ეს ხელსაყრელი არ არის. თუმცა აქ სხვადასხვა მიმართულება არსებობს: ნუმეროლოგიურად რიცხვებია მნიშვნელოვანი, ასტროლოგიურად კი - დღეები. თუმცა, ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ამ დღეებში მოხდეს, მაგრამ რიცხვს ნამდვილად პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. რაც შეეხება დღეებს, შაბათს რეკომენდაციას მაინც არ ვუწევ; თუ შესაძლებელია, კვირა ყოველთვის უმჯობესია, რადგან ის მზის დღედ ითვლება და, შესაბამისად, უფრო ბედნიერი და დადებითი დღეა. რიცხვი ბევრ რამეზე პირდაპირ აისახება.

თუნდაც დაკვირვებებს რომ შევხედოთ, არსებობს რიცხვები, როდესაც ავარიების ალბათობა იმატებს. მაგალითად, 16 რიცხვი ავიაკატასტროფებისა თუ სხვა ავარიების თვალსაზრისით უფრო სახიფათოა. მეორე მხრივ, არის რიცხვები, რომლებშიც გადადგმულ ნაბიჯს ძალიან კარგი შედეგი მოაქვს. მაგალითად, შეიძლება ვიღაცამ მაღაზია გახსნას, ყველაფერი იდეალურად დაგეგმოს, მაგრამ საქმე საერთოდ არ აეწყოს. სხვამ კი, შესაძლოა, უბრალოდ მოინდომოს, კარგი დღე შეარჩიოს და ყველაფერმა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, იდეალურად იმუშაოს. შესაბამისად, ამ საწყისს ყველა მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევეა ბეჭედიც.

ადრე ხშირად ხდებოდა, როცა დედა შვილს საკუთარ ბეჭედს გადასცემდა. ასევე, დედამთილი. ეს სასურველი არ არის, რადგან ახალი ოჯახი ახალი საწყისია.

ზოგადად, დამზადების პროცესს თავისი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რატომ გვიკეთია ბეჭედი მაინცდამაინც არათითზე. ეს თითი წყლის სტიქიას მიეკუთვნება, წყალი კი ემოციებთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული. ამასთანავე, ეს ვენერას თითიცაა, ვენერა კი სიყვარულს განასახიერებს. ბეჭდები აუცილებლად ერთ დღეს (ერთდროულად) უნდა დამზადდეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ოჯახი ერთიანი და ძლიერი იყოს. ცალ-ცალკე დამზადებამ შესაძლოა, გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს. რაც უფრო სადა და ერთგვაროვანია ბეჭედი, წყვილს მით უფრო მშვიდი ცხოვრება ექნება. ბეჭდით ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ სხვა ადამიანს ვეკუთვნით, ამიტომ ამ სიმბოლოს მიმართ სწორ მიდგომას დიდი როლი აკისრია.

ახლა სხვადასხვა დეკორაციასა და წარწერებს ხშირად აკეთებენ. მთავარია, რომ თუ წარწერა კეთდება, ის ორივე ბეჭედზე იდენტური იყოს. ნებისმიერი დეკორაცია ორივეზე ანალოგიური უნდა იყოს. როგორც ვახსენე, სხვისი ნაქონი ბეჭედი სასურველი არ არის. იდეალური ვარიანტია, თუ ბეჭდებს არ შეიძენენ და უშუალოდ მათთვის დაამზადებენ.

- კაბის ან სიძის სამოსის ფერს თუ აქვს მნიშვნელობა?

- თეთრი ფერი სიწმინდის, სისუფთავისა და ახალი საწყისის სიმბოლოა. შავი ფერი სიმყარეს, სტატუსსა და საიმედოობას ნიშნავს. ასე რომ, ფერებს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. თეთრი ყოველთვის ახალ ეტაპთან ასოცირდება, შავი კი სტატუსი და სიმყარეა.

რა ჰქვია ქორწინებიდან მე-5, მე-10 და სხვა იუბილეებს? - ქორწინების წლისთავები და მათი სახელწოდებები