"თეთრი კვადრატი" "ალტე უნივერსიტეტის" ორ მაგისტრანტს სწავლას სრულად დაუფინანსებს - მშობლები

"თეთრი კვადრატი" "ალტე უნივერსიტეტის" ორ მაგისტრანტს სწავლას სრულად დაუფინანსებს

2026-05-15 11:22:45+04:00

„ალტე უნივერსიტეტსა“ დეველოპერულ კომპანია„თეთრი კვადრატს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას მოემსახურება.

თანამშრომლობის ფარგლებში, „თეთრი კვადრატი“ სრულად დააფინანსებს ორ სტუდენტს, რომლებიც 2026/2027 სასწავლო წელს „ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის“ ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან და საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

თანამედროვე განათლების სისტემაში მსგავსი თანამშრომლობები დიდ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც2026–2027 აკადემიური წლიდან, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ვრცელდება და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღნიშნულ პროგრამებში ვეღარ მონაწილეობენ.

„ალტე უნივერსიტეტისთვისგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც სტუდენტები თანამედროვე, პრაქტიკულ და საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამის განათლებას იღებენ. ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ სივრცეს, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ სასწავლო მეთოდებს, პრაქტიკულ გამოცდილებას, საერთაშორისო შესაძლებლობებსა და კარიერული განვითარების რეალურ მხარდაჭერას, რათა თითოეულმა სტუდენტმა სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბდეს.

664700330-1724072852098834-8245885400791119760-n-1778829813.jpg

„ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტის, რამაზ კუკულაძის განცხადებით, მათთვის განსაკუთრებით ღირებულია, როდესაც ბიზნესი განათლებას ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად განიხილავს და აქტიურად ერთვება ახალგაზრდების მხარდაჭერაში:

„მსგავსი პარტნიორობები სტუდენტებისთვის აძლიერებს არა მხოლოდ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, არამედ - მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მათ პროფესიულ განვითარებასა და მომავალი კარიერული შესაძლებლობების გაფართოებაში”,- აღნიშნა მან.

ამ მიმართულებით, „ალტე უნივერსიტეტი“ აბიტურიენტებსაცმრავალფეროვანფინანსურ მხარდაჭერასსთავაზობს, რომლებიცსრულად ან ნაწილობრივ ფარავს სწავლისგადასახადს და წარმატებულ, მოტივირებულ ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღების დამატებით შესაძლებლობას აძლევს:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვითTop 1000-ს აბიტურიენტს, რომელიც პირველ პრიორიტეტად აირჩევს ალტე უნივერსიტეტს, სწავლა დაუფინანსდება100%-ით;
  • ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, რომლებიც პირველ პრიორიტეტად აირჩევენ ალტე უნივერსიტეტს, სწავლა დაუფინანსდებათ50%-ით;
  • ალტე უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხული აბიტურიენტებიდან ტოპ 10-ს „VIAN“ დაუფინანსებს სწავლის გადასახადის100%-ს;
  • ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული, რომელიც ჩააბარებს ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის ან ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე, სწავლა დაუფინანსდება100%-ით;
  • ბიზნესის, კომპიუტერული მეცნიერებების და ხელოვნური ინტელექტის პროგრამაზე ჩარიცხულ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც არჩევით საგნებში (ფიზიკა ან მათემატიკა) მიიღებენ მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს, სწავლა დაუფინანსდებათ100%-ით.

„თეთრი კვადრატის“ დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა „ალტე უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს, როდესაც თანამედროვე სამყაროში მთავარი კონკურენტული უპირატესობა ცოდნა და განათლებაა, ბიზნესის პასუხისმგებლობა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების შექმნით აღარ შემოიფარგლება:

„თეთრი კვადრატისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩვენთვის მხოლოდ პარტნიორობა არ არის - ეს არის ინვესტიცია მომავალში, ახალ ლიდერებში და იმ ადამიანებში, რომლებმაც ხვალინდელი საქართველო უნდა შექმნან.გვინდა, რომ ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებაზე წვდომა ფინანსურმა ბარიერებმა არ შეუზღუდოს. გვჯერა, რომ როდესაც ბიზნესი და განათლება ერთიანდება, იქმნება რეალური ცვლილება, რომელსაც გავლენა აქვს არა მხოლოდ კონკრეტულ სტუდენტებზე, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე.

„თეთრი კვადრატი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც განათლებას, პროფესიულ განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება“, - განმარტა გიორგი ნატროშვილმა.

„ალტე უნივერსიტეტი“ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობასსხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო მეტიახალგაზრდისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და კონკურენტული აკადემიური გარემოს გაძლიერებას, რაც, საერთო ჯამში, ხელს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული განათლების სისტემის განვითარებას ქვეყანაში.

R