ცნობილი მომღერალი და ტელეწამყვანი მარიამ შენგელია გუშინ იუბილარი იყო. დაბადების დღის აღნიშვნა ჯერ კიდევ სამსახურში მყოფმა დაიწყო - რუსთავი-2-ის ტელეწამყვანებმა, მისმა კოლეგებმა ემოციური სიურპრიზი გაუკეთეს. მარიამის მშობლიურ მხარეში, სამეგრელოში ჩავიდნენ, ჩაწერეს მარიამის ძმა, ასევე ეთერიდან მიულოცა მარიამს დედამ, რომელიც წლებია, ემიგრაციაშია.
"დედაჩემმა 17 წლისამ გამაჩინა... ფაქტობრივად, მე, დედას და დეიდაჩემს ერთად გვზრდიდა ბებო... დედაჩემის წასვლა ჩემთვის ძალიან რთული იყო, თითქოს ნახევარი გამომეცალა", - ამბობდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.


სხვა სიურპრიზი კი, კიდევ უფრო დიდი, დაბადების დღის წვეულებაზე, საღამოს ელოდა. მას ხელი სთხოვა რჩეულმა - მორაგბე გიორგი მჭედლიშვილმა და სოციალური ქსელი მოიცვა მარიამის და გიორგის ემოციურმა ვიდეოებმა და ფოტოებმა.
რა თქმა უნდა, მარიამმა ხელის თხოვნაზე თანხმობით უპასუხა და შემდეგ ნიშნობის ბეჭდითაც გადაიღო ფოტოები.


.jpg)
