ბანანის სწორად შენახვა და მისი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება მარტივი, მაგრამ ეფექტური პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, რომ პროდუქტის სახლში მოტანისთანავე აუცილებელია მისი საფუძვლიანი გარეცხვა, რათა ზედაპირიდან მოცილდეს ნებისმიერი სახის ფიზიკური დაბინძურება.
ამის შემდეგ, მთავარი საიდუმლო ყუნწების იზოლაციაში მდგომარეობს. მისი თქმით, ასეთ მდგომარეობაში შენახული ხილი გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სიახლეს, აღარ შავდება სწრაფად და დალპობის პროცესიც საგრძნობლად ფერხდება.
"იმისათვის, რომ ბანანი შევინახოთ სწორედ და არ გაშავდეს მალე და არ დალპეს, როდესაც შევიძენთ და სახლში მოვიტანთ, აუცილებლად უნდა გავრეცხოთ კარგად, საფუძვლიანად, მოვაცილოთ ნანაირი ფიზიკური დაბინძურება, რაც შეიძლება არსებობდეს მის ზედაპირზე,
ხოლო შემდეგ უნდა ავიღოთ სველი ხელსახოცი, წყალში დასველებული და კარგად უნდა შემოვახვიოთ ყუნწებზე.
ასეთ მდგომარეობაში შენახული ბანანი უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაძლებს, არ გაშავდება და არ გაფუჭდება," - ამბობს ირაკლი არაბული.

გაშავებული ბანანი ხშირად ხდება კამათის საგანი — ზოგს ის ძალიან უყვარს ტკბილი გემოს გამო, ზოგი კი უფუჭებულ პროდუქტად მიიჩნევს. სინამდვილეში, ბანანის ფერის ცვლილება ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
აი, კომპეტენტური ინფორმაცია და რჩევები ამ საკითხზე:
ბანანის დამწიფებისას მასში არსებული სახამებელი შაქრად გარდაიქმნება. რაც უფრო მეტია შავი წერტილი კანზე, მით მეტია მასში ნატურალური შაქრის (ფრუქტოზის და გლუკოზის) შემცველობა. გაშავების პროცესს იწვევს ფერმენტული რეაქცია და ეთილენის გაზის გამოყოფა, რაც ხილს უფრო რბილსა და ტკბილს ხდის.
ადვილი მოსანელებელია,რადგან სახამებელი უკვე დაშლილია მარტივ შაქრებად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მას გაცილებით სწრაფად და მარტივად ამუშავებს.
ანტიოქსიდანტების მაღალი დონე აქვს.კვლევები აჩვენებს, რომ დამწიფებულ ბანანში ანტიოქსიდანტების კონცენტრაცია იზრდება, რაც ორგანიზმს უჯრედების დაზიანებისგან დაცვაში ეხმარება.
ენერგიის სწრაფი წყაროა. სპორტსმენებისთვის მწიფე ბანანი საუკეთესოა ვარჯიშის წინ, რადგან ის მომენტალურ ენერგიას იძლევა.
მნიშვნელოვანია განვასხვავოთ დამწიფებული და გაფუჭებული ბანანი. არ მიირთვათ ხილი, თუ:
აქვს გამოკვეთილი ობის სუნი ან ვიზუალურად ჩანს ობი.
რბილობი არის ზედმეტად თხევადი, მუქი ყავისფერი ან შავი (და არა უბრალოდ მუქი ყვითელი).
კანი დაზიანებულია და შიგნიდან წვენი ჟონავს.