ტრაგედია დატრიალდა 14 მაისის ღამეს თბილისის მეტროში. მეტროსადგურ "სამგორში" 21 წლის ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა. გოგონა ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.
ახალგაზრდას თან მეგობრები ახლდნენ. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გოგონა მოულოდნელად გახდა ცუდად, ძირს დავარდა და გონება დაკარგა. ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა საათზე მეტი ცდილობდა გულის ამუშავებს, თუმცა უშედეგოდ.
"შევესწარი და ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე... მატარებლის ვაგონში უეცრად ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და დაეცა, რა არ უკეთეს ერთ საათზე მეტი სასწრაფოს ექიმები მისი გულის ასამუშავებლად ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, გული გაუჩერდა საბრალოს. ყველა პულსის შკალას ვუყურებდით მონიტორზე, უამრავი ადამიანი ვგულშემატკივრობდით, ზოგი ლოცულობდა ზოგი ტიროდა არაფერი გამოვიდა წამიერად გარდაიცვალა საწყალი. მეგობრები ახლდნენ თან, მერე ძმაც მოვიდა" - ჰყვებიან თვითმხილველები.
გარდაცვლილი გოგონა მარიამ ტყემალაძეა. ის თსუ-ს სტუდენტი იყო და საკმაოდ წარმატებული. გოგონა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. იყო სახელმწიფო სტიპენდიატი. 20 მაისს მარიამი 22 წლის გახდებოდა. განაგრძეთ კითხვა