წათხში ნადები მარილიანი ყველით გამომცხვარი ხაჭაპურ არავის მოსწონს. არადა ყველის დალბობასა და მარილი გამოდევნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. სოციალურ ქსელში ვრცელდება საინტერესო ხერხი, თუ როგორ გავათავისუფლოთ მარილისგან 5-10 წუთში ყველაზე მარილიანი ყველიც კი. როგორც ინტერნეტმომხმარებლები წერენ, ეს ხერხი ბევრად ჯობს ყველის დალბობას.
"ხაჭაპურის გამოცხობას აპირებთ და აღმოჩნდა, რომ სახლში ძალიან მარილიანი ყველი გაქვთ? ზუსტად 5 წუთში მოაგვარებთ ამ პრობლემას.დაგვჭირდება ოთხად გადაკეცილი მარლა. მოვათავსოთ მასში გახეხილი ყველი, მოვუკრათ თავი (მჭიდროდ არ მოუკრათ).

ჩავდოთ ბევრ წყალში — რაც ბევრია ყველი, მით მეტი წყალი დაგვჭირდება. გავაჩეროთ ზუსტად 5 წუთით. თუ ძალიან მლაშეა, მაქსიმუმ, 10 წუთით. გავწუროთ მარლა და ჭყინტი ყველიც მზად არის!" - ნატქვამია ვიდეო ინსტრუქციაში, რომელსაც გვერდი "ელზას სამზარეულო" ავრცელებს.

ვიდეოს კომენტარებში გამოცდილი დიასახლისები სახაჭაპურე ყველისგან მარილი გამოდევნის კიდევ რამდენიმე ხერხს გვთავაზობენ:
"წყალში ჩაჭერით ნაჭრებად ყველი დაუმატეთ 1ლიტრ წყალზე 1სუფრის კოვზი ძმარი გააჩერეთ მაქსიმუმ ერთი საათი და შედეგით გაოცდებით"
"ასე გახეხილს ვასხამ ცივ წყალს და გადავწურავ საწურით. 2 წუთი ჰყოფნის"
"დაჭრილი ყველი ჩადეთ შაქრიან წყალში, 30 წუთი მინიმუმ. რომ გასინჯავთ, დარწმუნდებით"
"დაჭრილ ყველს 20-25 წუთი. გამდინარე წყალში ვდებ და ძალიან კარგად გამოდის მარილი.ასე ვაკეთებ ნახევარი საუკუნეა".