"თემოს დიაგნოზს რაც შეეხება... ორსულობისას მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი წესრიგშია. რომ დაიბადა, მე გამიჩნდა ეჭვი..." - მაკა ჩიჩუა დაუნის სინდრომის მქონე შვილის აღზრდაზე, პრობლემებზე და მშობლის გამოცდილებაზე - მშობლები

"თემოს დიაგნოზს რაც შეეხება... ორსულობისას მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი წესრიგშია. რომ დაიბადა, მე გამიჩნდა ეჭვი..." - მაკა ჩიჩუა დაუნის სინდრომის მქონე შვილის აღზრდაზე, პრობლემებზე და მშობლის გამოცდილებაზე

2026-05-18 00:09:40+04:00

სოფო ჯაფარიძის გადაცემა მედ გიდი დაუნის სინდრომს მიეძღვნა. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, როგორც მშობელი, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გახლდათ, პატარა თემო მარგველაშვილთან ერთად. მაკა ჩიჩუამ თავის გამოცდილებაზე გულახდილად ისაუბრა, ასევე იმაზე, თუ როგორ გაიგო პირველად, რომ თემოს დაუნის სინდრომი ჰქონდა.

- თემოს დიაგნოზს რაც შეეხება... ჩემთვის ეს ყველაფერი იყო განსაკუთრებული. ჩემი შვილი წელს ხდება 35 წლის. წარმოგიდგენია? მაშო იყო 23-ის, რომ მე გადავწყვიტე და ძაან მინდოდა ბავშვი. თემო რომ ჩაისახა და გავარკვიეთ, რომ ნამდვილად ორსულად ვარ, ექოსკოპიაზე დავდიოდი ძალიან ხშირად, იმხელა ინტერესო და სიხარული მქონდა... სპეციალური ანალიზი, გენეტიკური ანალიზი არ გამიკეთებია. არ გავიკეთე იმიტომ, რომ არც კისრის ნაოჭზე, არც ცხვირის ძგიდეზე, საიდანაც იგებენ 12 კვირაზე, არ ყოფილა არაფერი საეჭვო. მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი არის წესრიგში, რომ ნაყოფი არის ფანტასტიკური და მართლაც ფანტასტიკურია. და სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგია, რომ არ ვიცოდი. რატომ, იცი? ეს იქნებოდა ჩემთვის, ორსულობის დროს სტრესი. არ შევცვლიდი არაფერს, მაგრამ სტრესი იქნებოდა, რომ ვიცხოვრებდი ამ განცდით, რომ რა იქნება და როგორ უნდა ვმართო და რა პრობლემას დავეჯახები და ნუ, მაინც დავიძაბებოდი.

შემდეგ უკვე, მე გამიჩნდა ეჭვი, ჩემს პედიატრთან ერთად. მას გავუზიარე. მაშინვე, რომ დავინახე. მიუხედავად იმისა, რომ არავის არ გასჩენია ეჭვი. ჩვეულებრივი, სიმპათიური ბავშვი იყო, არ ჰქონდა გამოხატული გარეგნული ნიშნები.

მაგრამ მე გამიჩნდა ეჭვი და შემდეგ უკვე გავაგზავნეთ მიუხენში გენეტიკური ანალიზისთვის, კვლევა გავაკეთეთ და სანამ ჩამოვიდოდა პასუხი, დრო სჭირდებოდა... ამასობაში მე გამოვეწერე და უკვე სახლში ვიყავი. ყველა ამბობდა, რომ ძალიან ჰგავს მამას და მართლა ჰგავს... მამამისსაც ისეთი ნაკვთები აქვს, ცოტა გაწელილი თვალები, ცოტა გადმოსული... ვთქვი, რომ მე მაინც ეჭვი მაქვს და ჩემი პედიატრიც ამყვა... ბოლოს დადასტურდა კვლევით, რომ კლასიკური ტრისომია აქვს, თავისი დამატებული ერთი საყვარელიქრომოსომით.
ძალიან შფოთით შევხვდი, თუმცა ეს ცოტა ხანს გაგრძელდა. შემდეგ უკვე ვისწავლე, როგორია მართვა. უკვე პროტოკოლი არსებობდა და ყოჩაღ იმ ადამიანებს, ვინც ეს პროტოკოლი შექმნა. ჩვენ დასავლელ და ევროპელ, მოწინავე ცივილურ პროგრესულ ქვეყნებთან მაშინ ჯერ კიდევ კარგად იყო ეს ბმა და მიდიოდა ეს პროცესები წინ. თემოს გაჩენამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ამ წინსვლას იმიტომ, რომ გიორგი მაგ დროს პრეზიდენტი იყო. პრეზიდენტის მაღალი ტრიბუნიდან მე შემეძლო ყველასთვის მეთქვა, რომ ეს განსაკუთრებული რაღაცა არ არის, მშობლებს მივმართავდი, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი შვილები აი ასე თამამად წარადგინოთ საზოგადოების და ყველას წინაშე და აღარ არის პრობლემა...
თემოს დიაგნოზი, ეს ზედმეტი ქრომოსომა, სხვადასხვანაირად აისახება სხვადასხვა ბავშვებში. ესეც ინდივიდუალურია. თემოს შემთხვევაში ჯანმრთელობის მხრივაც, თითქმის 80%-ში, დავუშვათ, გულის მანკია, ჩვენს შემთხვევაში იყო სარქველთან იყო პატარა პრობლემა, რომელიც მალევე დაიხურა და მოგვარდა. მხედველობა, სმენა, ბევრი პრობლემატურია, ამიტომაც იყო ჩემთვის შფოთი, რა თქმა უნდა, მაგრამ რადგანაც მართვა უკვე შესაძლებელია ისე, რომ გაიარო პროტოკოლი, შეამოწმო ყველაფერი, სახსრები, მენჯი, ბარძაყები, ასე შემდეგ, ნუ ძალიან ვრცელია ჩამონათვალი, მაგრამ თემოს შემთხვევაში გაგვიმართლა, მადლობა ღმერთს, და რაღაცნაირად ასე ყოჩაღად განვითარდა.
პრობლემებს რაც შეეხება, ღეჭვა იყო პრობლემა. დიდხანს დავდიოდით ღეჭვის თერაპიაზე.
ჯიუტია და სხვათა შორის, ეს მათი დამახასიათებელი თვისებაა.
სულ სუ ვეუბნები, რომ მასწავლე, როგორ შეგიძლია, ასე გიყვარდეს სამყარო, ადამიანები...
ძაან დიდ დროს ატარებს ინტერნეტსივრცეში. თუ სადმე არ მივდივართ, გასვლითი ტური თუ არ გვაქვს ერთად, არაფერი არ უნდა იმის გარდა, რომ იქ ითამაშოს, იქ მუსიკას მოუსმინოს, მერე ჩაწეროს თავისი სიმღერა, მერე რაღაცა, თვითონ როგორც უნდა. ამ iPad-ის სამყაროში ცხოვრობს.
ვერ ვხვდები, რატომ უნდა ჩავიტარო ინიექცია, რატომ უნდა ვებრძოლო ბუნებრივ პროცესს? უნდა გქონდეს შენი სტილი... - მაკა ჩიჩუა ესთეტიკური პროცედურების შესახებ
ჩემი შვილი რომ დაიბადა, დაუნის სინდრომზე პირველად მე გამიჩნდა ეჭვი... - მაკა ჩიჩუა გვიანი დედობის სირთულეებზე, ახალ ცხოვრებაზე და შვილის დიაგნოზზე