იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბათუმიდან თბილისში გადმოყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა კლინიკური, ლაბორატორიული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია.
ჩხაიძე განმარტავს, რომ მან მშობლებთან ყველა საკითხი განიხილა და ბავშვის კლინიკიდან გაწერის წინააღმდეგები არ არიან.
ის ასევე განმარტავს, რომ ბავშვი ამჟამად 1 თვის და 3 კვირისაა და ის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში 5 მაისიდან მკურნალობდა.
“პაციენტი შემოყვანილი იქნა 5 მაისს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ბავშვი გადმოყვანილია ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლიდან. გადმოყვანის მიზეზი იყო ნეიროქირურგიის და ნევროლოგის აქტიური ჩარევის საჭიროება, ვინაიდან პაციენტს ბათუმის კლინიკაში გულყრა აღენიშნა. დიაგნოსტიკის მიზნით, ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა და ნანახი იქნა ქალა ტვინის ტრავმის რადიოლოგიური სურათი. ამ მიზეზით, ვინაიდან ბათუმს არ აქვს ნეიროქირურგიის და ნევროლოგიის 24-საათიანი სპეციალიზებული სერვისის შეთავაზების შესაძლებლობა, ბავშვი იყო გადმოყვანილი ჩვენთან. ჩვენს კლინიკაში შემოსვლისთანავე, ჩატარდა ყველა აუცილებელი დიაგნოსტიკური ღონისძიება, სხვადასხვა კვლევები. განაგრძეთ კითხვა