ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად წერს სავალალო მდგომარეობის შესახებ ქვეყანაში, ნარკოტიკების მიმართულებით, მორიგ მძიმე ფაქტს ეხმიანება:
"დღეს ერთი კაცის პოსტი შემხვდა — თავის 22 წლის გარდაცვლილ შვილიშვილზე წერს. იქვე აღნიშნავს, რომ იმავე ღამეს კიდევ 5 ახალგაზრდა გარდაიცვალა იმავე მიზეზით, და ითხოვს ოფიციალურ სტატისტიკას ზედოზირების შემთხვევებზე ქვეყანაში. ჩვენ, სპეციალისტებიც, ამასვე ვითხოვთ — რა მასშტაბისაა პრობლემა და კონკრეტულად რომელი ნარკოტიკებით ხდება ზედოზირება.
კარგი, ჩვენ არ გვისმენთ, მაგრამ ნუთუ ერთი ჭკვიანი ადამიანიც არ გყავთ, ვინც რამეს გირჩევთ?!