სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა მარნეულში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე, - ცნობას ამის თაობაზე უწყება ავრცელებს. სააგენტო ადასტურებს, რომ უწყებაში შევიდა შეტყობინება მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანის, მათ შორის, ერთი ბავშვის საკონდიტრო ნაწარმით სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანის, მათ შორის, ერთი ბავშვის საკონდიტრო ნაწარმით სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა, ინსპექტირების ჯგუფი ობიექტზე, სადაც, მოქალაქის განმარტებით, ტორტი შეიძინეს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურ ინსპექტირებას ჩაატარებს; გარდა ამისა, სააგენტო კოორდინაციაშია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ინფორმაციის დაზუსტებისთანავე, დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას".