მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა მეგობრების და ოჯახის წევრების წრეში აღნიშნა დაბადების დღე. სალომე 42 წლის გახდა.
ტორტზე სანთლები მეუღლის - ფეხბურთელ ზურაბ ხიზანიშვილის და შვილების თანხლებით ჩააქრო. მერე კი იყო დიჯეი, სიმღერები და ბოშათა ანსამბლის ცეკვები, რომლებშიც სალომე ასევე აქტიურად ჩაერთო.


