29 მაისიდან „საბავშვო კარუსელთან" ერთად ქართული ხალხური ზღაპრების სერია იწყება - ჟურნალი და წიგნი სპეციალურ ფასად - მშობლები

29 მაისიდან „საბავშვო კარუსელთან" ერთად ქართული ხალხური ზღაპრების სერია იწყება - ჟურნალი და წიგნი სპეციალურ ფასად

2026-05-19 16:42:05+04:00

სიახლე პატარებისთვის მათი საყვარელი ჟურნალისგან - 29 მაისიდან „საბავშვო კარუსელის“ პრემიუმ-პაკეტში ჟურნალთან ერთად ქართულ ხალხურ ზღაპრებს წაიკითხავთ, რაც მთავარია, მხიარული ილუსტრაციებით.

„საბავშვო კარუსელისა“ და „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტი ქართული ხალხური ზღაპრების გაცოცხლებასა და მათი ახალი თაობებისთვის გაცნობას ემსახურება. პირველი ილუსტრირებული ზღაპარი იქნება „წიქარა“, რომელიც ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო, ღრმა და სიმბოლური ზღაპარია. მისი ხელახლა გამოცემა ახალ თაობებს აცნობს ეროვნული მემკვიდრეობის ისეთ მნიშვნელოვან ნიმუშებს, როგორიც ხალხური შემოქმედებაა. ამასთან, ვიზუალურად განახლებული, თანამედროვე სტილზე მორგებული ილუსტრაციები პატარა მკითხველებისთვის ზღაპარს კიდევ უფრო საინტერესოსა და გასაგებს გახდის.

წიგნის ფასი ჟურნალთან ერთად შეზღუდული დროით 9 ლარი იქნება.

შეაგროვეთ ქართული ხალხური ზღაპრები „საბავშვო კარუსელთან“ ერთად და იმოგზაურეთ ჯადოსნურ სამყაროში, სადაც უჩვეულო ამბები ხდება!

R