თელავში, სოფელ წინანდალთან, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ერთ-ერთი მშობელი.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მაღალი სიჩქარით მოძრავი "გოლფის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად გარე განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.