Mango-ს დამფუძნებლის შვილი მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - აქამდე ითვლებოდა, რომ ბიზნესმენს კლდეზე ფეხი დაუცდა - მშობლები

Mango-ს დამფუძნებლის შვილი მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - აქამდე ითვლებოდა, რომ ბიზნესმენს კლდეზე ფეხი დაუცდა

2026-05-20 11:37:27+04:00

ესპანეთში Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიჩის ვაჟი დააკავეს. როგორც ცნობილია, ისაკ ანდიჩი ლაშქრობის დროს კლდიდან გადავარდა და დაიღუპა. 71 წლის მილიარდერი დაახლოებით 150-მეტრიანი სიმაღლიდან დაეცა. შემთხვევა 2 წლის მოხდა და თავდაპირველად უბედურ შემთხვევად მიიჩნიეს — გამოძიების ვერსიით, ბიზნესმენს ფეხი დაუცდა, თუმცა გახმაურებული გამოძიება ახლახან ახალ ეტაპზე გადავიდა - ტრაგედია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უბედურ შემთხვევად მიიჩნეოდა, ახლა უკვე კრიმინალური გამოძიების ცენტრში აღმოჩნდა — პოლიციამ ბიზნესმენის ვაჟი, ჯონათან ანდიჩი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, მამა-შვილი ტურისტულ ბილიკზე გადაადგილდებოდნენ, რომელიც სალნიტრის მღვიმეებს მონსერატის მონასტერთან აკავშირებს. გამომძიებლები აღნიშნავდნენ, რომ მარშრუტი განსაკუთრებით სახიფათოდ არ ითვლებოდა, ხოლო ტრაგედია ბილიკის დასრულებამდე რამდენიმე მეტრში მოხდა.

ჯონათან ანდიჩის განცხადებით, ის მამაზე წინ მიდიოდა, როდესაც მოულოდნელად ჩამოშლილი ქვების ხმა გაიგონა. მისი თქმით, უკან მობრუნებისას დაინახა, რომ მამა კლდიდან ვარდებოდა იმ მონაკვეთში, სადაც დამცავი მოაჯირი არ იყო.

z4mzokstwpc-w4omd8lv8wzcxygiyixmedgtjywqcwdzqvkedfrm2s-kxqjuiftqshj20fs1hbnblyjuw1sqnrdnhsgqsrh3aa5pul0qq9dqjokybkn-i73r4ukrp-o2oq15bjnbn17ifjftkhoz7hwg3lna-mjkwnroy0fds6-ku0seiqupz0bp-1779263678.jpg

თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ საქმემ მოულოდნელი მიმართულება მიიღო. 2025 წლის შემოდგომაზე ჯონათან ანდიჩი ოფიციალურად გახდა ეჭვმიტანილი მამის გარდაცვალების საქმეში. ესპანური მედიის ინფორმაციით, გამოძიებამ მის ჩვენებებში რამდენიმე შეუსაბამობა აღმოაჩინა.

გამომძიებლების ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ბიზნესმენი ავტომობილის პარკირების ადგილთან დაკავშირებულ დეტალებში ერთმანეთთან შეუთავსებელ ინფორმაციას აძლევდა. ასევე, მან ვერ შეძლო ტრაგედიის ზოგიერთი გარემოების დამაჯერებლად ახსნა.

დამატებითი კითხვები გააჩინა იმ გარემოებამაც, რომ ჯონათანი მარშრუტის გარკვეულ მონაკვეთებს ფოტოებს უღებდა, თუმცა უშუალოდ იმ ადგილას, სადაც ისაკ ანდიჩი გადავარდა, სურათები არ გადაუღია.

ესპანური პრესის ცნობით, 45 წლის ჯონათან ანდიჩი უკვე დაკავებულია და ჩვენების მისაცემად ბარსელონასთან ახლოს მდებარე მარტორელის სასამართლოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის კატალონიის პოლიცია ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

andrichi-1779263837.webp

საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ გამომძიებელმა მოსამართლემ საქმის დეტალების გასაჯაროება აკრძალა, რის გამოც საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.

ჯონათან ანდიჩი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უარყოფდა მამის სიკვდილთან რაიმე კავშირს. ოჯახის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და დარწმუნებულები არიან, რომ ბიზნესმენის შვილის უდანაშაულობა დამტკიცდება.

ოფიციალურ განცხადებაში ოჯახის წევრები აღნიშნავდნენ, რომ მიზანმიმართულად ერიდებიან საჯარო კომენტარებს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

საქმის ფარგლებში დაკითხეს როგორც პოლიციის თანამშრომლები და ისაკ ანდიჩის მძღოლი, რომლებიც ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ, ასევე მილიარდერის პარტნიორი — გოლფისტი ესტეფანია კნუტი. მან მამა-შვილის ურთიერთობა დაძაბულად დაახასიათა, რამაც გამომძიებლების დამატებითი ინტერესი გამოიწვია.

andrichi2-1779263864.webp

ისაკ ანდიჩის სახელი ესპანეთის ფარგლებს ბევრად სცდებოდა. მან ძმასთან, ნახმან ანდიჩთან ერთად კომპანია Mango 1984 წელს დააარსა. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ბრენდი ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ქსელად ჩამოყალიბდა.

დღეს Mango წარმოდგენილია 120-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მაღაზიების რაოდენობა 2800-ს აღემატება. კომპანიაში მსოფლიოს მასშტაბით 16 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.

ისაკ ანდიჩი სტამბოლში დაიბადა, მოგვიანებით კი ოჯახთან ერთად ბარსელონაში გადავიდა საცხოვრებლად. იგი დახურული ცხოვრების წესით იყო ცნობილი და მრავალი წლის განმავლობაში საჯაროობას ერიდებოდა.

2007 წლამდე ბიზნესმენი თითქმის არ ჩნდებოდა ღონისძიებებზე და იშვიათად აძლევდა ინტერვიუებს, რის გამოც მას ესპანეთის ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე არასაჯარო ფიგურად მიიჩნევდნენ.

Forbes-ის შეფასებით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ანდიჩის ქონება დაახლოებით 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მას კატალონიის უმდიდრეს ადამიანად და ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მეწარმედ მოიხსენიებდნენ.

ბოლო წლებში Mango აქტიურად აფართოებდა საერთაშორისო გავლენას და თანამშრომლობდა მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ცნობილ ვარსკვლავებთან. ერთ-ერთ ყველაზე განხილულ პროექტად იქცა ბრენდის 40 წლის იუბილესთვის ვიქტორია ბექჰემთან ერთად შექმნილი კაფსულური კოლექცია.

kapsuliri-1779263313.jpg

ისაკ ანდიჩის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის კონტროლი ფაქტობრივად მის შვილებზე — ჯონათანზე, სარასა და ჯუდითზე გადავიდა. ისინი ბიზნესის 95%-იან წილს თანაბრად იყოფენ.