მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ქორწინების მე-8 წლისთავი აღნიშნეს - პატარა ტორტი, შვილების ყიჟინა, უჩვეულო საჩუქარი და მეგანის მიერ გავრცელებული საარქივო ფოტოები (ზეიმის ვიდეო) - მშობლები

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ქორწინების მე-8 წლისთავი აღნიშნეს - პატარა ტორტი, შვილების ყიჟინა, უჩვეულო საჩუქარი და მეგანის მიერ გავრცელებული საარქივო ფოტოები (ზეიმის ვიდეო)

2026-05-20 14:47:32+04:00

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მერვე ქორწინების წლისთავი აღნიშნეს: სასექსის ჰერცოგინიამ ზეიმის ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა.

წყვილმა შვილებთან ერთად წყნარი ოჯახური ვახშამი გამართა მონტესიტოში, საკუთარ სახლში. 41 წლის ჰარიმ ტორტი გამოიტანა - მისი და მეგანის საქორწილო ტორტის მინიატურული ასლი. ვიდეოში მან აჩვენა ბარათი, რომელიც მისმა შვილებმა მათთვის გააკეთეს და ასევე გახსნა მეგობრებისგან მიღებული საჩუქარი: ორი პინგვინის ფიგურა.

c2250428-9282-41fa-8cd0-cd29d247cd2c-1779276104.jpg702265740-18039075119800310-7142003795287322485-n-1779276103..jpgoriginal-1779276104.webp703954614-18039060128800310-4893565400772156826-n-1779276103..jpg

როდესაც შვილებმა იკითხეს, რას ნიშნავდა პინგვინების ფიგურა, მეგანმა აუხსნა, რომ მან და ჰარიმ ნიშნობის წვეულება მოაწყვეს, სადაც ისინი პინგვინის კოსტიუმებში გამოწყობილნი იყვნენ, როგორც ქორწინების ერთგულების სიმბოლოსი.

ქორწინების წლისთავის აღსანიშნავად, 44 წლის მარკლმა სოციალურ ქსელში გააზიარა აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოები პრინც ჰარისთან 2018 წლის 19 მაისს გამართული მდიდრული ქორწილიდან.

eight-years-ago-todayphoto-credit-the-wonderful-chris-allerton-1779276104.jpgeight-years-ago-todayphoto-credit-the-wonderful-chris-allerton-1-1779276104.jpg702625982-1388650046629493-781776188532425763-n-1779276103.jpg701296503-1388649663296198-8864019546880187194-n-1779276103.jpg700490432-1388649693296195-663499447901854444-n-1779276102.jpg

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი სამეფო ოჯახმა გარიყა, შეუფერებელი ქმედებების და განცხადებების გამო და მათზე პრესაშიც ბევრი რამ იწერება, ისინი ხშირად ამტკიცებენ, რომ ბედნიერი ოჯახი აქვთ და არ აღელვებთ, მათზე რას ლაპარაკობენ.

ჰარი და მეგანი მეზობლებმაც გარიყეს: დაიღალა ხალხი... ყველა ერიდება მათთან გამოჩენას
ჰარიზე მეტად არავის ვუყვარვარ... რატომ ვინერვიულო ზედმეტად, როცა მხოლოდ სიამოვნების მიღება მსურს - მეგან მარკლის გულწრფელი ინტერვიუ ფოტოსესია, რომელიც მკითხველმა დაიწუნა