"დღეს სკოლას ამთავრებ და 5 დღეში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე..." - საბა ხარებაშვილმა სკოლა დაამთავრა - მშობლები

"დღეს სკოლას ამთავრებ და 5 დღეში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე..." - კადრები ქართველი ფეხბურთელის "ბოლო ზარიდან"

2026-05-20 15:28:46+04:00

დინამოს წევრი და 21 წლამდელთა ნაკრების მოთამაშე საბა ხარებაშვილმა, რომელიც ეროვნულ ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრია, სკოლა დაამთავრა. ამის ამსახველ ფოტოებს geo__team ავრცელებს. ბოლო ზარიდან სულ რამდენიმე დღეში საბა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე წავა.

"დღეს სკოლას ამთავრებ და 5 დღეში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე... და უფრო მაგარი ისტორიაა, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ბოლო ზარზე გაიგო". - ნათქვამია პოსტში.

dges-skolas-amtavreb-da-5-dgeshi-erovnuli-nakrebis-shekrebaze-shedixar-khareba-4-1-1779278328.jpg

საბამ 155-ე სკოლა დაამთავრა.

როგორც ცნობილია, საბა ხარებაშვილი უეფა-ს ეგიდით ჩატარებული საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ის 15 წლის, 10 თვის და 8 დღის იყო, როცა კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა თბილისში და სამუდამოდ შევიდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

dges-skolas-amtavreb-da-5-dgeshi-erovnuli-nakrebis-shekrebaze-shedixar-khareba-4-2-1779278354.jpg

"როგორც თითქმის ყველა ბავშვი, მეც ეზოში დავდევდი ბურთს. სწორედ ამ ეზოს ბავშვებისგან მამას ერთმა მეგობარმა გუნდი გააკეთა და თავიდან იქ ვთამაშობდი. მერე თბილისის "დინამოში" იყო სინჯები და მივედი თუ არა, პირველი ვარჯიშის შემდეგ ეგრევე დამტოვეს... ფეხბურთი რეჟიმის გარეშე არ გამოდის. ჭამა, ძილი, სწორი კვება... თუნდაც ვარჯიში - პატარა ნიუანსი გამოგეპარება და ფეხბურთი არ გაპატიებს. ამდენად, რეჟიმს ვიცავ, როცა ფეხბურთელობა გადავწყვიტე, ვიცოდი, რომ ბევრ რამეზე უნდა მეთქვა უარი," - ამბობს საბა ერთ-ერთ ინტერვიუში.