როგორ კედელზე უჭირს გველს აცოცება და რა ითვლება ქვეწარმავლებისგან ყველაზე სანდო დამცველად - მშობლები

როგორ კედელზე უჭირს გველს აცოცება და რა ითვლება ქვეწარმავლებისგან ყველაზე სანდო დამცველად

2026-05-20 19:20:48+04:00

ზაფხულში, განსაკუთრებით ცხელ და მშრალ ამინდებში, გველები ხშირად უახლოვდებიან ადამიანების საცხოვრებელ ადგილებს. ამის მიზეზი, როგორც წესი, წყალი, ჩრდილი, საკვები და უსაფრთხო სამალავია. ჰერპეტოლოგები განმარტავენ, რომ გველი ეზოში შემთხვევით არ ჩნდება — ის მოდის იქ, სადაც მისთვის ხელსაყრელი გარემოა.

სპეციალისტების თქმით, გველების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა ქიმიური საშუალებები კი არა, გარემოს სწორად მოწესრიგებაა.

მთავარი მიზეზი, რატომ ჩნდებიან გველები ეზოში

გველებს იზიდავს მაღალი ბალახი, დაუმუშავებელი ეზო, ქვებისა და შეშის გროვები, ბუჩქები, მღრღნელები და წყლის მუდმივი წყარო. თუ ეზოში ბევრი თაგვი ან ხვლიკია, იქ გველიც გაცილებით ხშირად გამოჩნდება, რადგან საკვების წყარო აქვს.

ამიტომ ჰერპეტოლოგები პირველ რიგში სწორედ გარემოს შეცვლას გვირჩევენ და არა „სასწაულებრივ“ ქიმიურ საშუალებებს.

მაღალი ბალახი და დაუმუშავებელი ეზო გველისთვის იდეალური გარემოა

ამერიკელი ველური ბუნების სპეციალისტები განმარტავენ, რომ მაღალი ბალახი გველს ერთდროულად ორ რამეს აძლევს — სამალავს და სიგრილეს. ამიტომ ეზოში ბალახი რეგულარულად უნდა ითიბებოდეს, განსაკუთრებით ღობეებთან, ბუჩქებთან და შენობის კედლებთან.

ასევე მნიშვნელოვანია ბუჩქების გამოხშირვა და მიწასთან ახლოს ჩამოშვებული ტოტების მოჭრა. გველები ხშირად სწორედ ასეთ ადგილებში იმალებიან.

შეშის, ქვებისა და ნაგვის გროვები გველებისთვის სამალავია

ჰერპეტოლოგები ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ეზოში დატოვებულ შეშას, ძველ ფიცრებს, აგურების გროვებსა და სამშენებლო ნარჩენებს მიიჩნევენ. ასეთ ადგილებში გველი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ხშირად იქვე სახლდება.

შეშა სასურველია მიწიდან ოდნავ მაღლა ინახებოდეს და სახლიდან მოშორებით იყოს განთავსებული. ასევე მნიშვნელოვანია ეზოში ძველი ნივთებისა და სქელი მცენარეული ნარჩენების დაგროვების თავიდან აცილება.

თაგვების მოსპობა გველების შემცირების ერთ-ერთი მთავარი გზაა

თუ ეზოში ან სახლში მღრღნელებია, გველის გამოჩენის რისკიც იზრდება. სპეციალისტები განმარტავენ, რომ გველის „საყვარელი ადგილი“ იქაა, სადაც საკვები მარტივად ხელმისაწვდომია.

ამიტომ მნიშვნელოვანია: საკვების ნარჩენების დროულად გატანა და მღრღნელების კონტროლი. ასევე არ უნდა დატოვოთ ღამით გარეთ შინაური ცხოველების საკვები.

გველი რომ სახლში არ შემოვიდეს

გველს ძალიან პატარა ღრიჭოშიც შეუძლია შეძრომა. ამიტომ საჭიროა სახლის საძირკვლის, კარის ქვედა ნაწილების, მილების გარშემო ღიობებისა და ვენტილაციის ადგილების შემოწმება.

ჰერპეტოლოგები გვირჩევენ: ღიობების დალუქვას, დაზიანებული ბადის შეცვლას და სარდაფებისა თუ სათავსოების მოწესრიგებას. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შემოწმდეს ეზოს მხარეს მდებარე კარები და ავტოფარეხები.

მუშაობს თუ არა გოგირდი, ნაფტალინი და „გველის საწინააღმდეგო“ ფხვნილები

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია.

მრავალი კვლევის მიხედვით, გოგირდი, ნაფტალინი, ე.წ. გველის რეპელენტები და მსგავსი საშუალებები რეალურად ეფექტიანი არ არის. ამერიკელი ჰერპეტოლოგები და ველური ბუნების სპეციალისტები პირდაპირ წერენ, რომ ასეთი ნივთიერებები გველს პრაქტიკულად ვერ აფრთხობს.

განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ნაფტალინის ბურთულებს, თუმცა სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ ისინი ტოქსიკურია ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის. მათი გარეთ გამოყენება ზოგიერთ ქვეყანაში კანონდარღვევადაც ითვლება.

არსებობს თუ არა საერთოდ ეფექტური „გველის საწინააღმდეგო“ საშუალება

რეალურად, ყველაზე ეფექტური დაცვა ფიზიკური ბარიერია.

ჰერპეტოლოგები ყველაზე საიმედო მეთოდად სპეციალურ მეტალის ბადეს მიიჩნევენ, რომელსაც მიწაში ნაწილობრივ მარხავენ და ოდნავ გარეთ ხრიან, რათა გველი ვერ აცოცდეს. ასეთი ღობე განსაკუთრებით ეფექტურია აგარაკებზე, ფერმებსა და ტყესთან ახლოს მდებარე სახლებთან. მიწაში ისინი 15-20 სანტიმეტრზე უნდა ჩაფლათ, ზედაპირზე კი 80-12 სმ სიმაღლის უნდა იყოს. კარგია, თუ 30 გრადუსით გარეთ ინება გადმოხრილი.

xzlf2acdqfnldmqdvuuaf8rqg1ghlwqwomoq-zab5gmtwy3wnrnshqteel-o6xoqbcfsmlvnbkdnudisnkzaeycxrwu8exvspnymtcg8xp-fkciyq5x8ixw5ydaeezflttpyribe-v1qtjpzfthbdlktdh1tdw1ce8ohcklyxep8yr0vqh9jlnfn5z4kzcjx-1779290615.jpg

gk0dkbr0clw6cdwtrqslvzcmxwypjznmkbjmjtoe229tnlru9fpzbrxf4vpiamlpkgkh2nmsag8fwhrsznrxopjrf3p-fp33vd9c2n20pwm6-7aeql5t4aiz0mwkzisgihouhzbhjgv3rr-gvnzkjzistwpya0myk5ggvfhzpcido9vptphepxax2crduo-s-1779290628.jpg

lpnxcj3fl3iwyf9nphero8y-n7d3kpwrsapb3evaqcp81jphhwrf1hx1l9wpbxxmfwmpw2jptuiae6teunk8m3-zyzmsargawtslveohzf1-wl1egyy-xg86jtuehcx6wlzybu7nabebkbq4-c6ium7znr-enrbxyxbkiqguh8pz3txyfikn8ghzo1c0csbb-1779290955.jpg

გველს აცოცება უჭირს ძალიან წვრილ, მოძრავ ან გლუვ მეტალის ბადეზე, ვიდრე უხეშ კედელზე, ღობეზე ან ხეზე. ამის მიზეზია ის, რომ გველი ცოცვისას სხეულით მუდმივად უნდა „ჩაებღაუჭოს“ ზედაპირს და საყრდენი წერტილები იპოვოს.

თუ ზედაპირი:

  • ძალიან გლუვია,
  • ძალიან წვრილია,
  • ან მოძრაობს/ირხევა,

გველს სხეულის დაჭერა და აცოცება უჭირს.

მაგალითად აგურის კედელზე ან ქვის ზედაპირზე ბევრი პატარა უსწორმასწორობაა და ზოგ გველს კარგად შეუძლია აცოცება; ხის ღობეზეც ხშირად ადიან, მაგრამ თხელი მეტალის ბადე, განსაკუთრებით თუ ვერტიკალურია და პატარა უჯრედები აქვს, ბევრად რთული გადასალახავია.

სწორედ ამიტომ გველის საწინააღმდეგო ბადეები ჩვეულებრივ წვრილუჯრედიანია, მეტალისაა და ზედა ნაწილი გარეთაა გადახრილი — რომ გველმა სხეულის გადაადგილება ვერ შეძლოს.

თუმცა აბსოლუტურად შეუძლებელი არც ესაა. ზოგი სახეობა საოცრად კარგად ცოცავს, განსაკუთრებით თუ ბადესთან ახლოს ტოტია, ბადე დაჭიმული არაა, ზედ რამე კიდეა, ან ბადე საკმარისად მსხვილია.

ასევე გამოიყენება ულტრაბგერითი მოწყობილობები, თუმცა მათი ეფექტიანობა მეცნიერულად დამტკიცებული არ არის და ჰერპეტოლოგების ნაწილი მათ სკეპტიკურად უყურებს.

რა არ უნდა გააკეთოთ გველის დანახვისას

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ გველის მოკვლის მცდელობა ყველაზე სახიფათო მომენტია. ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ ამ დროს იღებს ნაკბენს.

თუ გველი ეზოშია, უსაფრთხო დისტანციის დაცვა და შესაბამის სამსახურთან დაკავშირებაა რეკომენდებული. ამერიკელი ველური ბუნების სპეციალისტები ასევე წერენ, რომ წყლის შლანგით მსუბუქი დასხმა ხშირად საკმარისია, რათა გველი ტერიტორიას თავად გაერიდოს.

რას ურჩევენ უცხოელი ჰერპეტოლოგები

ამერიკელი ველური ბუნების ბიოლოგები და ჰერპეტოლოგები თითქმის ერთხმად თანხმდებიან, რომ გველებთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტურია არა ქიმია, არამედ გარემოს მოწესრიგებაა.

მათი მთავარი რეკომენდაციებია: ეზოს სისუფთავე, ბალახის რეგულარული გათიბვა, მღრღნელების კონტროლი, ღიობების დალუქვა და გველისთვის სამალავების მოშორება. ქიმიური „რეპელენტები“ კი უმეტეს შემთხვევაში ფულის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევა.

რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და რას გვირჩევს სპეციალისტი, თუ გველს გადავეყარეთ - თბილისში ძალიან ბევრი სახეობის ქვეწარმავალია