თუ ამ 10 შეკითხვიდან 9-ს მაინც უპასუხებთ სწორად, ეს ნიშნავს, რომ სასკოლო პროგრამა კარგად გახსოვთ და შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ - ტესტი - მშობლები

თუ ამ 10 შეკითხვიდან 9-ს მაინც უპასუხებთ სწორად, ეს ნიშნავს, რომ სასკოლო პროგრამა კარგად გახსოვთ და კარგი ზოგადი განათლება გაქვთ - ტესტი

2026-05-21 09:05:22+04:00

სასკოლო პროგრამა ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხისა და თემისაგან შედგება. თუმცა, ბევრი ადამიანი იმასაც ამბობს, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ის საკითხები, რაც მათ ზოგად განათლებას განსაზღვრავს, კარგად აღარ ახსოვთ.

დღეს გთავაზობთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ, გაიგოთ, რამდენად კარგად გახსოვთ სასკოლო პროგრამა და როგორია თქვენი ზოგადი განათლება:

1. რომელია მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ყველაზე ცხელი პლანეტა?

  • მარსი
  • ვენერა
  • მერკური

2. რომელ პოეტს ეკუთვნის ლექსი: "გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!"

  • ტიციან ტაბიძეს
  • გალაკტიონ ტაბიძეს
  • ალექსანდრე ჭავჭავაძეს

3. რამდენ წყვილ ქრომოსომას შეიცავს ადამიანის გენომი?

  • 23 წყვილს
  • 22 წყვილს
  • 24 წყვილს

4. რომელი ოკეანეები აკრავს ავსტრალიის კონტინენტს?

  • ინდოეთის ოკეანე და წყნარი ოკეანე
  • ატლანტის ოკეანე და ინდოეთის ოკეანე
  • წყნარი ოკეანე და ატლანტის ოკეანე

5. ნოტები თავსდება სანოტო სისტემაზე, რომელსაც ასევე სანოტო ხაზს უწოდებენ. რამდენი ხაზისგან შედგება იგი?

  • 5
  • 6
  • 4

6. რით განსხვავდებიან ნიანგები ალიგატორებისაგან?

  • დინგის ფორმით: ნიანგს გრძელი და ვიწრო დინგი აქვს, ალიგატორს კი - ფართო და ბრტყელი
  • ზომით: ალიგატორების სიგრძე 3 მეტრამდეა, ხოლო ნიანგების - 5 მეტრამდე
  • ალიგატორებს ყბების შეკვრისას კბილები უჩანთ

7. რა ჰქვია მხატვრობის სტილს, რომელიც მხატვარს საშუალებას აძლევს გამოხატოს რეალობის სუბიექტური აღქმა?

  • იმპრესიონიზმი
  • ექსპრესიონიზმი
  • ავანგარდი

8. დედამიწაზე ყველაზე დიდი ცხელი უდაბნოა…

  • საჰარა
  • არაბეთის უდაბნო
  • გობის უდაბნო

9. რა იყო პინაკოთეკა ძველი ბერძნებისთვის?

  • ნახატების საცავი
  • ცივი იარაღის საცავი
  • ხელნაწერების საცავი

10. რომელ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს იტალია?

  • ზომიერ სარტყელში
  • სუბტროპიკულ სარტყელში
  • ტროპიკულ სარტყელში

სწორი პასუხები:

  1. მერკური
  2. გალაკტიონ ტაბიძეს
  3. 23 წყვილს
  4. ინდოეთის ოკეანე და წყნარი ოკეანე
  5. 5
  6. დინგის ფორმით: ნიანგს გრძელი და ვიწრო დინგი აქვს, ალიგატორს კი - ფართო და ბრტყელი
  7. ექსპრესიონიზმი
  8. საჰარა
  9. ნახატების საცავი
  10. სუბტროპიკულ სარტყელში