ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ცნობილმა აქტივისტმა ანუკა გამსახურდიამ ისაუბრა მარტოხელა დედობაზე, ჯანმრთელობის პრობლემებზე, ცხოვრებისეულ გამოწვევებზე და დიდ სიყვარულზე, რომელიც ასევე საზოგადოებისთვის ცნობილ სახესთან, მსახიობ სანდრო კაკულიასთან აკავშირებდა. ანუკას თქმით, მათ თითქმის 4 წელი გაატარეს ერთად, გადალახეს ბევრი პრობლემა, იყვნენ კარგი მეგობრები, საბოლოოდ კი, მოულოდნელად დაშორდნენ.
- ურთიერთობებზე დამოკიდებული ადამიანი ვარ, მაგრამ სიყვარული, როგორც ასეთი, ახლა რომ გადმოსახედიდან ვუყურებ, მგონია რომ არც ვიცოდი. აი, ბოლო ურთიერთობა რაც მქონდა, მანდ მივხვდი...
სანდრო იყო ძალიან გააზრებული გრძნობა. ანუ, ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელიც გააზრებულად ვიცოდი, რატომ მიყვარდა, როგორ მიყვარდა და ძალიან მიყვარდა და ძალიან ლამაზი პერიოდი გავატარეთ ერთად... ოთხი წელი.
გეგმებსაც ვაწყობდი მასთან ერთად, არასოდეს არავისთან ერთად გეგმა არ ამიწყვია, არავისთან ერთად არ მომდომებია არასოდეს არც ცხოვრება, არც შვილი არ მომდომებია არავისგან... ახლა რატომ არ მიჩნდება შვილი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა სანდროსგან შვილი...
სანდრო იყო ის ადამიანი, ვინც მიყვარდა, ნამდვილად. სულ ვეუბნებოდი, გვერდზე რომ ხარ, ხარ ჩემთვის ყველაზე დიდი საყრდენი. ანუ, მიუხედავად თავისი რაღაცა აი ამ თითქოს პრანჭია ხასიათისა, ჩემი ძალიან დიდი საყრდენი იყო...