3 აუცილებელი ანალიზი პერიოდული შემოწმებისთვის - მშობლები

3 ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმებისთვის

2026-05-21 12:23:48+04:00

თანამედროვე მედიცინაში ჯანმრთელობის მართვა პრევენციასა და ორგანიზმის მუდმივ მონიტორინგს ეფუძნება. ლაბორატორიული სტატისტიკით, არსებობს სამი საკვანძო კვლევა, რომელიც პერიოდული შემოწმების „ხერხემალს“ წარმოადგენს და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

  1. სისხლის საერთო ანალიზი – დიაგნოსტიკის ფუნდამენტი

ნებისმიერი პროფილაქტიკური ემოწმება სისხლის ანალიზით იწყება. ის გვაწვდის კომპლექსურ ინფორმაციას იმუნური სისტემის მზაობაზე, ფარულ ანთებით პროცესებსა და სისხლის უჯრედების ბალანსზე. კვლევა საშუალებას გვაძლევს ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ცვლილებები, რომლებიც კლინიკურად ჯერ კიდევ არ ვლინდება.

  1. რკინის განსაზღვრა – ენერგეტიკული რესურსი

რკინის ანალიზის დონის კონტროლი უშუალოდ ყოველდღიურ პროდუქტიულობაზეა პასუხისმგებელი. რკინა უზრუნველყოფს უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდებას, მისი ოპტიმალური მაჩვენებელი კი აუცილებელი პირობაა მაღალი ენერგეტიკული ტონუსის შესანარჩუნებლად და ორგანიზმის გამოფიტვის პრევენციისთვის.

რკინის ნაკლებობის ადრეული სიმპტომებია:

  • მუდმივი დაღლილობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება;
  • ფერმკრთალი კანი, მტვრევადი ფრჩხილები და თმის ცვენა;
  • თავბრუსხვევა და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.

დიაგნოსტიკისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვედა ზღვრული ნიშნულების გათვალისწინება, რაც განსხვავებულია სქესის მიხედვით: მამაკაცებისთვის შრატის რკინის ნორმის ქვედა ზღვარი შეადგენს 13.5 მკმოლ/ლ-ს, ხოლო ქალებისთვის — 11.0 მკმოლ/ლ-ს. ამ ნიშნულების ქვემოთ არსებული მაჩვენებელი მიანიშნებს რესურსის დეფიციტზე, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

  1. ფარისებრი ჯირკვლის შეფასების ინდიკატორი

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ორგანიზმის ენდოკრინული სისტემის ცენტრია, რომელსაც თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესზე აქვს გავლენა. TSH ანალიზი ყველაზე ზუსტი ინდიკატორია მისი ფუნქციის შესაფასებლად. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებენ მეტაბოლიზმს, წონის ცვალებადობას, გულის მუშაობას და ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ვინაიდან საქართველო იოდდეფიციტურ რეგიონს მიეკუთვნება, TSH-ის პერიოდული კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. TSH-ის დონის მცირედი გადახრაც კი შესაძლოა გახდეს უმიზეზო შფოთვის, წონაში მატების ან მუდმივი დაღლილობის მიზეზი.

სწორი დიაგნოსტიკა – სიმშვიდის გარანტი

ჯანმრთელობის მართვის პროცესში გადამწყვეტია არა მხოლოდ კვლევის ჩატარება, არამედ სანდო ლაბორატორიის შერჩევა. ავერსის კლინიკის ლაბორატორიის ევროპული სტანდარტები, უახლესი ტექნოლოგიები, პასუხების სიზუსტე და მაქსიმალური სისწრაფე მას უამრავი ადამიანის არჩევანად აქცევს ჯანმრთელობაზე ზრუნვის გზაზე.

ავერსის კლინიკის ლაბორატორიის მომსახურების ხელმისაწვდომობას ქსელის მასშტაბური გეოგრაფიული დაფარვა განაპირობებს. საქართველოს მასშტაბით მოქმედი 34 ფილიალი პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური სერვისები საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, რაც სერვისს თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

პაციენტებისთვის, რომლებიც კლინიკაში ვიზიტს ვერ ახერხებენ, ხელმისაწვდომია ბინაზე გამოძახების სერვისიც. სპეციალიზებული მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ ნიმუშების უსაფრთხო ტრანსპორტირებას ცენტრალურ ლაბორატორიაში, სადაც კვლევის პროცესები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იმართება.

მართეთ თქვენი ჯანმრთელობა 100%-იანი სიზუსტით. დაგეგმეთ ვიზიტი ავერსის კლინიკის ლაბორატორიის სასურველ ფილიალში ან ისარგებლეთ ბინაზე გამოძახების სერვისით. (გაიგეთ მეტი ან დავურთოთ ცხელი ხაზის ნომერი: 0322 700 500).

R