21 მაისს „ბიბლუსში“ „ბედნიერი საათები“ გელოდებათ - ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით წიგნებზე - მშობლები

21 მაისს „ბიბლუსში“ „ბედნიერი საათები“ გელოდებათ - ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით წიგნებზე

2026-05-21 12:50:43+04:00

„ბიბლუსში“ „ბედნიერი საათები“ იწყება - 21 მაისს, 11:00-დან 14:00 საათამდე თქვენს საყვარელ წიგნის მაღაზიაში 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ!

შეთავაზება გავრცელდება წიგნების შერჩეულ ასორტიმენტზე. აქციის მიზანი წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კითხვის პოპულარიზაციაა, ამიტომ „ბიბლუსი“ აქტიურად გააგრძელებს „ბედნიერი საათების“ შეთავაზებებს.

„ბიბლუსის“ მარკეტინგის მენეჯერი, სანდრო შათირიშვილი განმარტავს, რომ ახალი კამპანია მომხმარებელთა თხოვნის საპასუხოდ შეიქმნა:

„ჩვენთვის მომხმარებელთა შეფასებები და სურვილები პრიორიტეტულია, ამიტომ მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დაგვეწყო „ბედნიერი საათების“ კამპანია, რომელიც ერთი მხრივ, უფრო დაგვაახლოებს მათთან და მეორე მხრივ, გაზრდის წიგნზე ხელმისაწვდომობას“ - აღნიშნა სანდრო შათირიშვილმა.

აქციით სარგებლობას შეძლებთ როგორც ბიბლუსის ფილიალებში, ისე ვებგვერდზე.

https://biblusi.ge/products?category=291&page=1

თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს და შეიტყვეთ შეთავაზებების შესახებ პირველმა.

R