"ამ წიგნების ჰონორარიდან, ნაწილს გადავრიცხავ პერიოდულად დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის... ჩემი საბავშვო წიგნები იწერება ბავშვებისთვის. ეს წიგნები არის პასუხისმგებლობა მათ მიმართ" - გიორგი კეკელიძე - მშობლები

"ამ წიგნების ჰონორარიდან, ნაწილს გადავრიცხავ პერიოდულად დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის... ჩემი საბავშვო წიგნები იწერება ბავშვებისთვის. ეს წიგნები არის პასუხისმგებლობა მათ მიმართ" - გიორგი კეკელიძე

2026-05-22 11:16:25+04:00

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ წერს:

"ჩემი საბავშვო წიგნები იწერება ბავშვებისთვის. ეს წიგნები არის პასუხისმგებლობა მათ მიმართ და მხოლოდ. ასე გადავწყვიტე - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის ამ წიგნების ჰონორარიდან, ნაწილს გადავრიცხავ პერიოდულად.
კუპატასგან და თომასგან".
  • "კუპატას თავგადასავალი" გიორგი კეკელიძის ბოლოდროინდელი ბესტსელერია. ბათუმის ზღვისპირა ქუჩებში, ალბათ ბევრს შეგხვედრიათ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მსუქანი და კეთილი ძაღლი, რომელსაც ადგილობრივებმა სიყვარულით კუპატა შეარქვეს. თუ არ შეგხვედრიათ, მისი ისტორია აუცილებლად გექნებათ გაგონილი. ქუჩის კეთილი მცველის, რომელიც სკოლიდან მომავალ ბავშვებს ზებრა-გადასასვლელზე აცილებდა და მანქანებს უყეფდა, რომ გზა დაეთმოთ. დღეს კუპატა ცოცხალი აღარ არის, უკვე არსებობს საბავშვო წიგნი, გამომცელობა „პალიტრაL“-ის, გიორგი კეკელიძის ავტორობით, რომელშიც წერალი კუპატას თავგადასავალს ისეთი ემოციითა და სითბოთი მიუდგა, რომ რეალური ძაღლი ნამდვილ ზღაპრის გმირად აქცია.