5, 6 და 7 ივნისს „პალიტრა L-ი“ ბათუმში გამართავს წიგნის დღეებს, რომელიც ნამდვილი ლიტერატურული თავგადასავალი იქნება ყველა ასაკის მკითხველისთვის.
გამომცემლობა ბათუმს ესტუმრება ავტორებთან ერთად. მკითხველს ელოდება გამოფენა-გაყიდვა და ბევრი საინტერესო აქტივობა.ღონისძიების მთავარი ნაწილია „კუპატას თავგადასავლის“ მეორე ნაწილის, „კუპატა და მძინარე ზებრას“ წარდგენა, რომელსაც წიგნის ავტორი, გიორგი კეკელიძე გამართავს.პირველიეგზემპლარებიკიექსკლუზიურადბათუმელიმკითხველებისთვისიქნებახელმისაწვდომი.
ბათუმის წიგნის დღეებზე მისულ სტუმრებს წინ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ:
წიგნების გამოფენა/გაყიდვა გაიმართება სასტუმრო ლემერიდიენ ბათუმში(Le Méridien Batumi), სადაც ასევე მოეწყობა „პალიტრა სტუდიის“ საბავშვო ჟანრის ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა, მათ შორის, სამაგიდო თამაშების, ინტერაქციული წიგნები, სათამაშოების და სხვა. ღონისძიების პარტნიორია ასევესიტყვის აკადემია.
ღონისძიება გადაინაცვლებს ევროპის მოედანზე, სადაც მოეწყობა კუპატას თემატიკის სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, დროშებით მსვლელობა. ასევე, წიგნის დღეების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ზებრას დახატვაში, დაესწრონ მუსიკალურ მასტერკლასს და შეისწავლონ მოზაიკასა და კერამიკაზე მუშობა.
5, 6 და 7 ივნისს ბათუმის წიგნის დღეების სრული განრიგი:



ბათუმის ლიტერატურული ღონისძიებები მთელი ოჯახისთვის იქნება შესაძლებლობა, ერთად გაატარონ დაუვიწყარი სამი დღე. ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანონ ბავშვების ერთგული მეგობრის, კუპატასადმი მიძღვნილი აქტივობების ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრებაში.
ჩაინიშნეთ 5, 6 და 7 ივნისი და ესტუმრეთ ბათუმის წიგნის დღეებს პატარებთან ერთად, შეუქმენით მათ სახალისო განწყობა და აჩუქეთ ემოციები, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ!
R